ავტორი:

გია ყანჩელი - ვემიჯნები რობერტ სტურუას მოსაზრებას... ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი

გია ყანჩელი - ვემიჯნები რობერტ სტურუას მოსაზრებას... ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი

კომპოზიტორი გია ყანჩელი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით რეჟისორ რობერტ სტურუას მოსაზრებას ემიჯნება. მისი თქმით, არ იზიარებს პოზიციას, რომ "საქართველო დამთავრდა, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო".

"მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე. ბატონი რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე წამოდგომა ისევ დაიწყო. მინდა ასევე გავემინჯო სასულიერო და სამოქალაქო პირების იმ ნაწილს, რომლებიც საზოგადოებას ურთიერპატივისცემის ნაცვლად ურთიერთდაპირისპირებისკენ მოუწოდებენ.

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა მე დღეს ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებისა და რაც მთავარია, უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება" - აღნიშნა ყანჩელმა ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას.

"ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!" - აღნიშნული პოსტი გამოაქვეყნა რამდნეიმე დღის წინ რობერტ სტურუამ "ფეისბუქზე" და თან ფოტოც დაურთო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ