ავტორი:

"მისი განწყობა გვაძლევს ძალას, რომ აქ მოვიდე, გავიღიმო" - ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიოზე", ოჯახსა და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის

"მისი განწყობა გვაძლევს ძალას, რომ აქ მოვიდე, გავიღიმო" - ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიოზე", ოჯახსა და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის

ნინი გოგიჩაიშვილი პოპულარული ოჯახის შვილია, თუმცა ცდილობს, ნებისმიერ საქმეში წარმატებას მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწიოს. ნინი მოდელი და ტელეწამყვანია, მაგრამ სატელევიზიო საქმიანობას დროებით ჩამოშორდა და ახლა მისი მთავარი მიზანი "მის მსოფლიოს" სილამაზის კონკურსია, სადაც საქართველოს წარადგენს. "მის მსოფლიო" წელს ტაილანდში ჩატარდება. კონკურსზე, ოჯახსა და მამაზე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, ნინი გოგიჩაიშვილი "რეიტინგთან" საუბრობს:

- ნინი, როგორ ემზადები კონკურსისთვის?

- "მის მსოფლიო" 9 დეკემბერს ტაილანდში გაიმართება და დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება. აქტიურად ვემზადები კონკურსისთვის, კვირაში 5 დღე ვვარჯიშობ, ასევე ვიკვებები ჯანსაღად. გენეტიკაც ხელს მიწყობს და ჭამაც მიყვარს, მაგრამ ჩვენი გარემო ისეთი დაბინძურებულია, საკუთარ ჯანმრთელობას შიგნიდანაც უნდა შევუწყოთ ხელი და ამიტომ მუდმივად სწორად ვიკვებები.

"მის მსოფლიოზე" დიდი ყურადღება ექცევა საქველმოქმედო პროექტებს, ორი პროექტი განვახორციელე, ახლა მესამეს ვგეგმავ. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა კომპანიას, რომელიც საქველმოქმედო პროექტებში ყოველთვის სიამოვნებით ერთვება. პირველი პროექტის ფარგლებში იაშვილის კლინიკის ბავშვებს შევხვდი და საჩუქრები მივუტანეთ. ამ ბავშვებმა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე მაჩუქეს. უცნაურია, მაგრამ იქ სევდა არ ტრიალებს. ჩემთვის მათი ტკივილი ძალიან ახლობელია, რადგან ეს პრობლემა ჩემს ოჯახშიც არის.

რაც შეეხება მეორე პროექტს, "ჯი აი ჯი"-სთან ერთად ბარისახოს და მაღაროს კარის მაღალმთიან სოფლებში ვიყავი. ამ კომპანიის მეშვეობით, იქ მცხოვრებ ბავშვებს ყველაფერი მივუტანეთ და გავუკეთეთ, რაც კარგი განათლებისთვის სჭირდებათ. იქ იყო ერთი გოგონა, რომელსაც მოსწონს მზარეულობა და მასაც ყველაფერი ჩავუტანეთ, რაც მისი საყვარელი საქმის გაკეთებაში დაეხმარება. რაც შეეხება მესამე პროექტს, ჯერჯერობით ვერ გავამხელ. მგონია, რომ დედამიწას სიკეთე ატრიალებს და ადამიანები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.

- ცნობილია, რომ კონკურსის წესების თანახმად, "მის საქართველოს" ტიტულის მფლობელს გათხოვება ეკრძალება... კიდევ რა აკრძალვები გაქვს?

- "მის საქართველოს" და "მის მსოფლიოს" კონკურსს თავისი წესები აქვს, მონაწილეებისთვის აკრძალულია მოწევა, დალევა, რადგან მათ ახალ თაობას კარგი მაგალითი უნდა მისცენ. ასევე, აკრძალულია ტერიტორიის დატოვება თვითნებურად, იქ შენ არ მიდიხარ დასასვენებლად... მიდიხარ იმიტომ, რომ შენი ქვეყანა კარგად წარმოაჩინო და ყველას შენი ძალების მაქსიმუმი უჩვენო. ამ ყველაფერთან ერთად დიდი მნიშვნელობა ექცევა ქვეყნის აქტიურობას. თუ ჩემს ქვეყანას ექნება სურვილი, შეუძლია აქტიურად დამიჭიროს მხარი. "მის მსოფლიოს" მონაწილემ უნდა მოახდინოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, რადგან მას ბევრი პატარა გოგონა ბაძავს. მიხარია კიდეც ასეთი აკრძალვები, რადგან მე არც ვსვამ, არც ვეწევი.

- ოჯახში ერთი "მის საქართველო" უკვე გყავთ, შენი და - ნანუკა გოგიჩაიშვილი, შენ რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება?

- ნანუკამაც გაიარა იგივე გზა და დიდი წარმატება ნახა. ამ კონკურსის შემდეგ მოხვდა ას საუკეთესო მანდილოსანს შორის, სადაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაც მოხდა. მეც მინდოდა, გამეგო, რა იყო ეს ყველაფერი, თან ისეთი გამოცდილება მგონია, შვილიშვილებს რომ მოუყვები. ჩვენი თაობის ხალხი ოქროს მედალზე ვერ მოუყვება, მაგრამ ეს შთამომავლებისთვის კარგი მოსაყოლი იქნება. "მის საქართველოს" შემდეგ უფრო მეტად მომთხოვნი გავხდი ჩეი თავის მიმართ, სულ სიახლის ძიებაში ვარ.

- გქონდა გამარჯვების იმედი?

- სადღაც როცა იღებ მონაწილეობას, გამარჯვებაც გინდა. უკან არ დამიხევია და ყველაფერი ჩავდე „მის საქართველოში“, მინდოდა, ისე დასრულებულიყო, როგორც დასრულდა, თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები იქნებოდა ჩემთვის.

- ნანუკა გაძლევდა რჩევებს?

- ნანუკაზე შემიძლია საათობით ვილაპარაკო, ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს ვერც ჩემს მადლიერებას ვერც იმას, როგორი ადამიანია. ნანუკა არის ყველაზე უანგარო და უბოროტო ადამიანი. ხშირად გოგიჩა ბავშვს ადარებს, უბოროტი ადამიანია. ნანუკა სულ ცდილობდა გავემხნევებინე და რწმენა დაებრუნებინა ჩემთვის. სულ გრძნობდა, როდის რა უნდა ეთქვა ჩემთვის, ყველა დეტალში იღებდა მონაწილეობას. მხატვარია, სხვანაირად ხედავს ყველაფერს. ხშირად ვამბობ, ნანუკა თავისთვის ხატავს და იკერავს კაბებს და მერე ვასწრებ ჩაცმას. ამაზე რეაქცია არ აქვს. მეგობრებისთვისაც გულს ამოიღებს...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი