ავტორი:

პეკინზე, "აი პლიუსის" მაღაზიაში მძარცველები შეიჭრნენ - კადრები შემთხვევის ადგილიდან

პეკინზე, "აი პლიუსის" მაღაზიაში მძარცველები შეიჭრნენ - კადრები შემთხვევის ადგილიდან

პეკინის ქუჩაზე, "აიპლიუსის" მაღაზიასთან, სადაც ყაჩაღობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" "აიპლიუსის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, პირს, რომელსაც დაყაჩაღება უნდოდა, ხელში დანა ეჭირა.

"დანა ეჭირა ხელში, ერთი პირი შემოვიდა და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდა", - განაცხადა "აიპლიუსის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

VIDEO: "შემოვიდნენ ცივი იარაღით, თანხას და აიფონებს ითხოვდნენ" - რა დებოდა Iplus-ში პოლიციის მისვლამდე

მისივე თქმით, სამართალდამცველები ადგილზე დროულად მივიდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი პირი შეეცადა მაღაზიის დაყაჩაღებას, თუმცა, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა დანაშაული აღკვეთეს. უწყების ცნობითვე, მამაკაცი, რომელიც მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა, ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო