ავტორი:

"17 წელია მე და გიორგის სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი" - ნინო ჩხეიძე მეუღლესთან და შვილთან ურთიერთობაზე

"17 წელია მე და გიორგის სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი" - ნინო ჩხეიძე მეუღლესთან და შვილთან ურთიერთობაზე

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ქართულ შოუ-ბიზნესში დიდი ხანია დაიმკვიდრა თავისი ნიშა მრავალმხრივი საქმიანობით. დაიწყო სიმღერებით, კლიპებით, მალე მიიპყრო პრესის ყურადღება, შემდეგ თოქ-შოუების ხშირი და სასურველი სტუმარიც გახდა, ამას მოჰყვა საკუთრაი სტუდია, ტელეგადაცემა, რადიო, მუსიკალური არხი და აქსესუარების ხაზიც კი... რა თქმა უნდა, ყველა ამ საქმეში მომღერალს მხარში უდგას მეუღლე ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი, რომელთან ქორწინებას, როგორ თავად ნინო ამბობს, საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევს. მეუღლესთან და შვილთან ურთიერთობაზე მომღერალი ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- გაიხსენეთ ნაბიჯი, რომელმაც თქვენი ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა...

- როცა გავთხოვდი და გიორგი კორახაშვილს გავყევი ცოლად, აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება.

- თქვენმა ცოლქმრობამ, ოჯახურმა ცხოვრებამ წლების განმავლობაში როგორი სახე მიიღო, არის ისეთი, როგორიც გინდოდათ, რომ ყოფილიყო?

- როდესაც 17 წელია გასული, ხართ საუკეთესო მეგობრები და სიგიჟემდე გიყვართ ერთმანეთი, ეს არის ძალიან მაგარი. მე, მარიკო და გიორგი სულ ერთად ვართ, ყოველწუთიერად და საათობრივად ვკონტაქტობთ და გვაქვს საერთო ჩათი. ერთმანეთის გარეშე არცერთი ვიღებთ გადაწყვეტილებას. აი, მაგალითად, რაღაც გეგმა თუ მოვიფიქრე, აუცლებლად გავუზიარებ, ყველა საკითხს ერთად გავდივართ. უკვე მარიკოც შემოგვიერთდა და მასაც ვუზიარებთ ყველაფერს. თანასწორნი ვართ, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და მიხარია, ეს ჩემთვის ყველაზე მანიშვნელოვანია.

- ცალკე დედა-შვილს შორის როგორი ურთიერთობაა, როგორი მიდგომა გაქვთ მარიკოსადმი?

- მეგობრული, არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ მარიკოს ვუდგები, როგორც ჩემს თანატოლს, თანასწორს, როგორც მეგობარს. თვითონაც მაძლევს ამის საშუალებას, ძალიან გონიერი გოგოა და მე თვითონაც არასდროს მაქვს ეს დამოკიდებულება, რომ შენ პატარა ხარ და შენ არ იცი. დაქალებივით ვართ. უკვე 15 წლის არის მარიკო და მიხარია, რომ მაძლევს საშუალებას, ასე ვეურთიერთო.

- ხომ არ მღერის მარიკო? როგორ ფიქრობთ, რა გზას გაჰყვება, რა სფეროს აირჩევს?

- არ მღერის, მაგრამ მე და მარიკოს გვაქვს ერთი სიმღერა, რომელიც "ბასტი-ბუბუმ" ჩაგვიწერა. რა გაზას გაჰყვება, არ ვიცი, ჯერჯერობით ძიების პროცესშია, მაგრამ ძალიან კარგად ხატავს, კარგად ფლობს ენებს, ძალიან კარგად წერს. თვითონაც ფიქრობს, ჯერ, უბრალოდ ნიჭები გამოკვეთილი არ აქვს.

ცნობისთვის, მომღერალმა საკუთარ ბენდთან NIO BAND ახალი სიდი ჩაწერა, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში გამოვა და მსოფლიოს ყველა მარკეტში გაიყიდება. ნინო ჩხეიძე საკუთარი ბენდის პრეზიენტაცია-კონცერტსაც გეგმავს.

როგორი იყო ანუკი არეშიძის ბრენდისთვის 2020 წელი - "პანდემიის დროს უფრო მეტად გაიზარდა მოთხოვნა საღამოს კაბებზე"

"ყოველდღე 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ" - 48 წლის ნანიკო ხაზარაძის იდეალური ფორმის საიდუმლო

"ჩემმა შვილიშვილმა რომ ნახა მგელმა "შემჭამა", ტირილი დაიწყო..." - მსახიობი, რომელიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ აღმოაჩინა და 28 წელი წითელქუდას როლს თამაშობდა