ავტორი:

იბრწყინეთ, შეიფერეთ კომპლიმენტები, აქეთ სხვებიც - როგორი პერიოდი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს 19 ივლისამდე

იბრწყინეთ, შეიფერეთ კომპლიმენტები, აქეთ სხვებიც - როგორი პერიოდი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს 19 ივლისამდე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი პერიოდის ასტროლოგიური ტენდეციების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"მერკურმა დატოვა კირჩხიბის ნიშანი და ლომის ზოდიაქოში გადავიდა.

მერკური კონტაქტებისა და კომუნიკაციების პლანეტაა, ის აქ არტისტულობას იძენს. თუმცა ამავდროულად ლომური ქედმაღლობაც იქნება მისთვის დამახასიათებელი, აგრეთვე მოიმატებს სურვილი ერთი დაკვრით გადავწყვიტოთ ყველაფერი, სამწუხაროდ დეტალები ამ დროს ნაკლებმნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხოლმე. თუმცა შეგახსენებთ, რომ დეტალებზე თვალის არიდება განსაკუთრებით კი ამ კვირაში, არასახარბიელო შეიძლება გამოდგეს.

კარგი პერიოდია შემოქმედებით ადამიანებისათვის, დანარჩენებს კი მინდა გითხრათ - რაც შეგიძლიათ ეცადეთ გამოიჩინოთ თავი, იბრწყინეთ, შეიფერეთ კომპლიმენტები, იყავით თავადაც დიდსულოვანი და აქეთ სხვებიც, თუმცა არამცდა არამც ეს პირფერობაში არ უნდა გადაგივიდეთ. კარგი პერიოდია პროექტების გასაჯაროობისა და გაშუქებისათვის. შოუებს და თვალსასეირო სანახაობებს დიდი გასავალი ექნებათ, როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე პოლიტიკაშიც. ამიტომ გაუმართლებთ იმ პოლიტიკოსებს, ვინც მეტად იმუშავებს პიარზე.

მერკური ლომის ზოდიაქოში 19 ივლისამდე იმოძრავებს.

ნეგატიური ამბების პარალელურად, კოსმოსი დადებით ასპექტაციასაც იმეტებს ჩვენთვის - ურანისა და მზის ურთიერთჰარმონიული კავშირის სახით.

ასპექტი ძალაშია 22-დან 30 ივნისის ჩათვლით, თუმცა ყველაზე აქტიური ფაზა 28 რიცხვში ექნება. ზეგავლენას ის მზით კირჩხიბებზე და კუროებზე იქონიებს. ასევე კარგად აისახება თევზებზეც, მორიელებზეც და ქალწულებზეც.

ეს დღეები შესანიშნევი პერიოდია ახალი საქმეების წამოსაწყებად, ისეთების რომელიც ინოვაციურ, ორიგინალურ, რაღაცით განსხვავებულ პროექტებს ეხება. ისარგებლეთ ხელსაყრელი მომენტით და წარუდგინეთ თქვენი ინოვაციები უფროსობას, განიხილეთ სამომავლო გეგმები კოლეგებთან, თანამოაზრეებთან ერთად. გაბედულად შეგიძლიათ მიმართოთ ოფიციალურ ორგანოებს.

ახლა კოსმოსი გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ ლიდერი თქვენს გუნდში.

ახალ ადამიანებთან შეხვედრები ამ ასპექტის დროს კარგია ხოლმე, მაგრამ თუ კვირის საერთო ფონს გავითვალისწინებთ, უფრო უმჯობესი იქნება თუ ძველ მეგობრებს შეხვდებით, თუ მაინცდამაინც ხელშეკრულებები ახლა გაქვთ გასაფორმებელი, აქაც მხოლოდ უკვე გამოცდილ პარტნიორებს ენდეთ.

ურანი მფარველობს ყველაფერს სიახლეს - სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამიტომ თუ მობილურის, კომპიუტერის ან სხვა ტექნიკის შეძენას აპირებთ, აი ეს პერიოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ურანი ასევე ასტროლოგიის მფარველიცაა - და თუ თქვენ ამ დიციპლინის შესწავლას გეგმავთ - სწორედ რომ შესაფერისი დროა ამ შესანიშნავი ამბის დასაწყებად".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს