ავტორი:

მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს

მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს

სენაკში, მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საბანაოდ წასული მამა-შვილი დაიკარგა და მათი ძებნა გუშინ ღამით დაიწყეს.

"როგორც მაქვს ინფორმაცია, საბანაოდ იყვნენ ჩასული. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი...“, - განაცხადა კუპრეიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მამა 11 წლის გოგონას გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც ორივე დაიხრჩო.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მამა-შვილი ხვიჩა და მარიამ გაბესკირიები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი მონაწილეობდა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო