ავტორი:

ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა

ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, 2019 წლის 1-ლი ივლისიდან რამდენიმე რეგულაცია და ცვლილება შედის ძალაში. "ბიზნესპრესნიუსი" იმ მთავარ სიახლეებს გთავაზობთ, რაც დღეიდან ამოქმედდა ქვეყანაში.

დღეიდან მშენებლობებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ინტენსიური მონიტორინგი იწყება

შრომითი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, მერია დღეიდან მშენებლობებზე ინტენსიურ მონიტორინგს იწყებს. როგორც ცნობილია, 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, თუმცა, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვა კვლავ პრობლემად რჩება. შესაბამისად, შრომითი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, 1 ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, იწყებენ ინტენსიურ მონიტორინგს.

1-10 წლის გაზზე მომუშავე ავტომობილები, ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, დაჯარიმებას ექვემდებარებიან

1-ლი ივლისიდან ახალი, 1-10 წლის გაზზე მომუშავე ავტომობილები ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, დაჯარიმებას ექვემდებარებიან. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლებს ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ, 100 ლარით დაჯარიმდებიან. შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, 17 და მეტი წლის აირბალონებზე მომუშავე მანქანებს ტექდათვალიერების ვალდებულება 2018 წლის 1 იანვრამდე; 14-16 წლის ავტომობილებს - 2018 წლის პირველ ივლისამდე; 11-13 წლის ავტომობილებს კი 2019 წლის პირველ იანვრამდე ჰქონდათ. ხოლო ყველაზე ახალი 1-10 წლის ავტომობილებისთვის საბოლოო ვადა 2019 წლის პირველი ივლისია. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო