ავტორი:

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა.

არსებული ინფორმაციით, ყაყიჩაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ.

სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პარლამენტში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოყვანილ იქნა სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს