ავტორი:

ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი არშბა და ნასამართლევი ანქვაბი - ვინ ემზადება აფხაზეთის "პრეზიდენტობისთვის"

ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი არშბა და ნასამართლევი ანქვაბი - ვინ ემზადება აფხაზეთის "პრეზიდენტობისთვის"

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ადგილობრივ "ცესკოში" პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირება დაიწყო. ამ დროისთვის, "პრეზიდენტობისთვის" იბრძვიან - ყოფილი ე.წ. ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა, "საგარეო საქმეთა მინისტრის" ყოფილი მოადგილე ოლეგ არშბა და აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი არტურ ანქვაბი. ekhokavkaza.com ყველა მათგანის შესახებ მოკლე ინფორმაციას აქვეყნებს:

  • 49 წლის შამილ აძინბა ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. 1992 წელს, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად აფხაზეთში გადავიდა. აფხაზეთის ომის დროს, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. ომის დასრულების შემდეგ, ბიზნესი წამოიწყო. იგი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სპეციალობით ისტორიკოს-იურისტია. გარდა ამისა, მან რუსეთში აკადემიაც დაამთავრა, სახელმწიფოსა და მუნიციპალური მართვის მიმართულებით. თუმცა, იმავდროულად, ახალგაზრდობისა და სპორტის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. რამდენიმე წლის წინ, ვიცე-პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოდა. რაულ ხაჯიმბას "ხელისუფლების" სათავეში მოსვლამდე ოპოზიციაში იყო, 2014-2016 წლებში კი, "ვიცე-პრემიერის" პოსტს იკავებდა.
  • მეორე კანდიდატი ოლეგ არშბა, რომელიც 55 წლის არის, დაიბადა და გაიზარდა ტყვარჩელში, მან ასევე აფხაზეთის ადგილობრივი სასწავლებლის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. 90-იანი წლების ომის დროს დაიჭრა. ომის შემდეგ წლებში ჯერ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში", შემდეგ კი "თავცდაცვის სამინისტროში" მუშაობდა. 2012-დან 2017 წლამდე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
  • ძალიან საინტერესო წარსული აქვს ე.წ. სახელმწიფოს უნივერსიტეტის ლექტორს არტურ ანქვაბს. არსებული ინფორმაციით, 2017 წელს ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, ძებნაში იმყოფებოდა. კონკრეტულად, მას ბრალად ედებოდა ადგილობრივი პირის დაჭრა და იარაღის უკანონო ტარება. 2016 წლის 9 აგვისტოს ის გაგრაში ადგილობრივ ანრი არგუნთან ერთად იმყოფებოდა, მათ ერთ-ერთი ადგილობრივთან ინცინდენტი მოუვიდათ, რა დროსაც ის ცეცლხსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 2018 წელს არტურ ანქვაბი გაასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, მალევე საქმეში ცვლილება შეიტანეს - ითქვა, რომ დაკავებული "აფექტის მდგომარეობაში" იმყოფებოდა და იმავე წელს ამნისტიით გაათავისუფლეს. რაც შეეხება განათლებას, მას "სოხუმის მილიციის სკოლა" და ადგილობრივი "უნივერსიტეტის" ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

ადგილობრივების თქმით, საბრძოლო წარსული უკვე ნიშნავს კარგი ცხოვრების პერსპექტივას, თუმცა, ბევრს "ვეტერანის" სტატუსი დაუმსახურებლადაც აქვს.

"არც ერთი მათგანის წარსული სასიკეთოს არაფერს გვეუბნება… მთავარია, ვინ დგას მათ უკან, მათ უკან კი, როგორც წესი, ისევ ძველი სახეები დგანან", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

ადგილობრივი "ცესკოს" თავმჯდომარის თამაზ გოგიას ინფორმაციით (3 ივლისის მონაცემებით), კანდიდატურებს წარადგენენ პოლიტიკური პარტიები: "ერთიანი აფხაზეთი", "ამცახარა" და "აკზაარა", რომელმაც არჩევანი ლეონიდ ძიაპშბაზე შეაჩერა. დანარჩენი ორი პარტია ჯერჯერობით ჩამოყალიბების ეტაპზეა.

არსებული ინფორმაციით, "საპრეზიდენტო არჩევნებში" კანდიდატურას წარადგენენ ასევე პოლიტიკოსები ალმას ჯოპუა, ასტამურ თარბა, ასტამურ კაკალია და ასტამურ ოტირბა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?