ავტორი:

წარსულში ნასამართლევი, ძებნილი და რუსეთის ყოფილი მოქალაქე - ახალი დეტალები შსს-ს მიერ დაკავებულ 4 პირზე

წარსულში ნასამართლევი, ძებნილი და რუსეთის ყოფილი მოქალაქე - ახალი დეტალები შსს-ს მიერ დაკავებულ 4 პირზე

არსებული ინფორმაციით, შსს-ს მიერ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირიდან 1 წარსულში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის იყო დაკავებული, 1 კი არაერთგზის ნასამართლევია.

კერძოდ, როგორც AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, ცოტნე სოსელია წარსულში რამდენჯერმე იყო დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ბადაღაშვილი ერთი წლის განმავლობაში ძებნილი იყო და არაერთგზის ნასამართლევია.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, როგორც AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, ბესიკ თამლიანს 2006 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და 2018 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო.

ამავე ინფორმაციის თანახმად, კიდევ ერთი დაკავებული კახაბერ კუპრეიშვილი რუსეთში 23 ივნისს გაემგზავრა და 25 ივნისს დაბრუნდა მოსკოვიდან.

შეგახსნენებთ, რომ შსს-მ 20 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ.ბ. ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. კი პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგანს, აგრესიულად თავს ესხმოდა და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც.ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ბ.თ., ასევე, თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას" - აღნიშნეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს