ავტორი:

ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - "შემთხვევითი ნაცნობობაც კი შესაძლოა, უფრო მეტში გადაიზარდოს"

ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - "შემთხვევითი ნაცნობობაც კი შესაძლოა, უფრო მეტში გადაიზარდოს"

28 ივლისის ჩათვლით ვენერა კირჩხიბის ნიშანში იმოძრავებს. ვენერია კი სიყვარულის პლანეტაა. ასტროლოგი ხათუნა ნოელი ამ პერიოდში მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ წერს:

"დღეიდან, 28 ივლისის ჩათვლით ვენერა კირჩხიბის ნიშანში იმოძრავებს. ამ ტრანზიტის დროს ადამიანებს სიყვარულის, ოჯახის შექმნის მოთხოვნილება უჩნდებათ. ჩვენში სენტიმენტალურობა მატულობს. და ან მეტად გახსნილები ვხდებით, ვცდილობთ გრძნობები გამოვამჟღავნოთ, ვუთხრათ ჩვენი სიყვარულის ობიექტს მის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ, ან უფრო ვიკეტებით საკუთარ თავში, რათა გავერკვეთ ამ გრძნობებში. ამ პერიოდში, შემთხვევითი ნაცნობობაც კი შესაძლებელია უფრო მეტში გადაიზარდოს, მთავარია, გულმა "რაღაც უჩვეულო" იგრძნოს. ხშირად ასეთ შემთხვევებში წარმოსახვა მომდევნო სცენარს გვიხატავს, მენდელსონის მარშით და თეთრი კაბით... მაგრამ ფრთხილად - ყველა წარმოსახვა როდია რეალური... ზოგჯერ მოწონების ობიექტს უბრალოდ მივაწერთ იმ თვისებებს, რაც ჩვენ გვინდა, რომ მათში დავინახოთ. მაგრამ ვენერას ლომში გადასვლის შემდეგ შესაძლოა მალევე აღმოვაჩინოთ, რომ ვცდებოდით. ეს, ცხადია, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პლანეტებს მოიცავს თქვენს პირად რუკაში კირჩხიბი და რამდენად დაზიანებულია ვენერა. მაგრამ თუკი კირჩხიბში მძიმე პლანეტები არა გყავთ და თქვენი ვენერაც "ჯანმრთელია", თქვენს სიყვარულს არაფერი ემუქრება.

ძალზე კარგი პერიოდია ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან ან უბრალოდ ახლობელ ადამიანებთან კონტაქტებისთვის, გულთბილი და გულახდილი საუბრებისათვის. ნიშნობები, ქორწილები - არ გადადოთ შემოდგომიკენ! გამოიყენეთ ეს ხელსაყრელი ტრანზიტი.

ვენერას უარყოფითი ასპექტები დროებით კაპრიზულობას და ბუტიაობისაკენ მიდრეკილებას აღვიძებს ჩვენში. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ უყურადღებოდ გვექცევიან, რომ ჩვენ მეტს ვიმსახურებთ. მაგრამ გული არ დაიწყვიტოთ, ვენერა სწრაფად მოძრაობს და როგორც კი ასპექტი ამოწურავს თავს, კვლავ კარგი განწყობა დაგვიბრუნდება. ასევე უნდა უსათოუდ აღინიშნოს რომ კარგი პერიოდია ოჯახისათვის შენაძენების გასაკეთებლად, აგრეთვე ახალი ბინის შესაძენად. გისურვებთ ყველაფერ ლამაზს და საუკეთესოს, ისეთივე მშვენიერს, როგორც ვენერა".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს