ავტორი:

"მამამისი ФСБ-ს პროფესიონალებმა მოკლეს... რამზანმაც იცის, რომ ეს კრემლში დაიგეგმა" - რას ჰყვება ჩეჩენი ბლოგერი ახმად კადიროვის მკვლელობაზე

"მამამისი ФСБ-ს პროფესიონალებმა მოკლეს... რამზანმაც იცის, რომ ეს კრემლში დაიგეგმა" - რას ჰყვება ჩეჩენი ბლოგერი ახმად კადიროვის მკვლელობაზე

უკვე რამდენიმე თვეა, რამზან კადიროვის მიერ ცეცხლისა და სისხლის ფასად მოპოვებულ სტაბილურობას ჩეჩენი აქტივისტი ტუმსო აბდურახმანოვი არღვევს. შეიძლება ითქვას, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც ჩეჩნეთში არსებულ კადიროვის დიქტატურას აკრიტიკებს. "კადიროვცებისთვის" გაქცეული ტუმსოს კონკრეტული ადგილსამყოფელი უცნობია. ბოლო ინფორმაციით, მან თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა, თუმცა ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ თავი შეიკავა. დევნილობაში მყოფი ჩეჩენი ახალგაზრდა ინტერნეტის საშუალებით მწვავე ხასიათის მიმართვების გავრცელებას განაგრძობს.

"ტუმსო, შენ ტალანტი გაქვს... ძალიან კარგი ამირა იქნებოდი..."; "შენ დიდ საქმეს აკეთებ. ალაჰმა ჯანმრთელობა მოგცეს..." – ასეთი კომენტარებით ამხნევებენ მას სოციალურ ქსელებში. მის ყველა მიმართვას სამ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ტუმსოს პოპულარობა უკიდურესად აღიზიანებს პოპულისტ რამზან კადიროვს, რომელმაც მისი გაჩუმება და მით უფრო "განეიტრალება" ჯერაც ვერ შეძლო. აბდურახმანოვი თავს იჩქერიის (ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა) მოქალაქეს უწოდებს და იმ წლების აქტუალურ თემებზე საუბრობს, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერის მამა, ახმად კადიროვი დამოუკიდებელ ჩეჩნეთსა და რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადზე საუბრობდა, თუმცა შემდეგ მათ მხარეს გადავიდა. რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოსთან საუბარში ტუმსომ ახმად კადიროვს მოღალატე უწოდა, რის შემდეგაც კადიროვის გარემოცვა საბოლოოს გადაიმტერა.

"რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ტუმსო აბდურახმანოვმა ჩეჩნეთში მიმდინარე პოლიტიკურ რეპრესიებზე ისაუბრა. მისი თქმით, მას ინკოგნიტოდ მიმართავენ ადამიანები, თავიანთი უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების შესახებ უყვებიან და შიშობენ, რომ ერთ დღეს მათაც მიადგებიან.

"მესმის, რომ მე კადიროვის მტერი ვარ, ისევე როგორც ის არის ჩემი მტერი. საერთოდ, კადიროვი ყველა ნორმალური და წესიერი ადამიანის მტერია... ისიც მესმის, რომ დიდი სიამოვნებით მომკლავენ" – ამბობს ის.

ჩეჩენი აქტივისტი რესპუბლიკაში გეების თემასაც ეხება, რომელთაც კადიროვმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. მისი განცხადებით, წნეხი ყოველწლიურად იზრდება.

"2016 წელს აქტივისტმა აიშატ ინაევმა სოციალურ ქსელებში გააკრიტიკა ადგილობრივი ხელისუფლება, რის შემდეგაც კადიროვმა მისი ქმარი დაიბარა, ბოდიში მოახდევინა, რომლის ვიდეოც ჩაწერეს და გამოაქვეყნეს... თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა გასულ წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა. იანვარში კი, მისი ცხედარი მშობლებს მიუტანეს და უთხრეს დაემარხათ..." - ამბობს ის ინტერვიუში.

მისივე თქმით, "კადიროვის იერარქიას" ყველაფერი გასდის. "მათ შეუძლიათ ნემცოვს პირდაპირ კრემლის კედელთან ესროლონ. ასევე გაუვიდათ პოლიტკოვსკაიას მკველობა და ესტემიროვის მოცილებაც... თუმცა, ამაში დაუდოვი მარტო არ არის...".

როგორც ტუმსო ამბობს, ამ კრემლის მიერ კონტროლირებად ადამიანებს ეშინიათ, რომ ერთხელაც მათი უფროსის, პუტინის წინაშე აღმოჩნდებიან.

"როდესაც კადიროვი პუტინის კაბინეტშია "საშიში მტაცებელიდან" უწყინარ ლეკვად გადაიქცევა" - ამბობს ტუმსო, რომლის თქმითაც, თავად "კადიროვის იერარქიაში" ძალიან ბევრი პრობლემაა.

აბდურახმანოვი კადიროვის მამის ახმად კადიროვის მკვლელობის დეტალებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამაში რუსეთის ხელი ურევია. მისი განცხადებით, კადიროვი უფროსის ნაღმზე აფეთქება კრემლის გარდა არავის შეეძლო.

"ეს მოსკოვში დაიგეგმა და შეასრულეს კიდეც. ბასაევს (ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევი. არსებული ინფორმაციით, ის ორმაგმა აგენტმა რუსლან პაპასკირმა მოკლა) ამის გასაკეთებლად არავითარი შესაძლებლობა არ ჰქონდა... მე გროზნოელი ვარ, პირდაპირ იმ სტადიონის წინ ვცხოვრობ, სადაც ეს აფეთქება მოხდა და ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა... იქამდე, ჩვენ მოზარდები იქ ფეხბურთს ვთამაშობდით, თუმცა იმ დღეს რუსმა ჯარისკაცებმა გამოგვიყვანეს და იქაურობას ალყა შემოარტყეს. მეორე დღესაც მივედით სათამაშოდ, თუმცა ისევ რუსი ჯარისკაცები დაგხვდვნენ და არ შეგვიშვეს. იქაურობა მათი კონტროლის ქვეშ იყო და იქ არავის უშვებდნენ. ისინი, ვინც იქ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა, მხოლოდ მათი შემოწმების შემდეგ შედიოდნენ... ასე რომ, ბასაევმა მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ მან მოკლა კადიროვი, რომ დაფინანსება მიეღო. ეს უფრო პოლიტიკური სვლა იყო... აჰმად კადიროვი კი ФСБ -ს პროფესიონალებმა მოკლეს. ეს რამზან კადიროვმაც იცის..." - ამბობს ის.

ტუმსომ ჯოხარ დუდაევის (ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი) შვილთან საუბარიც გაიხსენა. მისივე თქმით, "ის გენიალური ადამიანი იყო. ახლა კადიროვის პროპაგანდა სიცრუეს უგორებს მისი და მასხადოვის ოჯახებს, რომ თითქოს მათ ხალხის ფულების შეჭამეს, დუბაიში ვილები აქვთ და სხვა... ამ დროს კი, სახელმწიფო მოხელე კადიროვს აქვს სპორტული კლუბები, ტაქსოპარკები, ან თუნდაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პირადი თვითმფრინავი ჰყავს" – აცხადებს ტუმსო.

"მე მისი, როგორც ლიდერის და მამაკაცის ღირსება დავამცირე" - კადიროვის კრიტიკის გამო, მოსკოვში მცხოვრებ გოგონას ბოდიში მოახდევინეს

ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონარდო დიკაპრიოს ამაზონის ტყის გადაწვაში ადანაშაულებს

რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი