ავტორი:

რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი

რუსეთის ინტერესები თუ პირადი ავანტიურა - ერდოღანის მორიგი სიურპრიზი

თურქეთის მხრიდან სიურპრიზები შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ალიანსისთვის არ წყდება. C-400-ების, სირიაში სამხედრო ოპერაციისა და მიგრანტების ნაკადთან დაკავშირებული მუქარების შემდეგ გადაწყვეტილება (რომელიც შეუძლებელია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანხმობის გარეშე მომხდარიყო) ნატო-ს თავდაცვის გეგმის პრაქტიკულად დაბლოკვის შესახებ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.

გუშინ სააგენტო Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგება ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატო-ს ახალი საჯარისო ფორმირებები განლაგდეს მანამ, სანამ ალიანსი ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიარებს ერთ-ერთ ქურთულ დაჯგუფებას "სახალხო თავდაცვის ერთეულებს" (YPG). ეს არის სერიოზული დარტყმა ნატო-სთვის, ვინაიდან უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ თურქეთს სერიოზული დისონანსი შეაქვს ალიანსში და მის ერთიანობას თუ არა, სულ მცირე მის იმიჯს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის.

ამ საკითხთან დაკავშირებით მალევე გაკეთდა განცხადებები ნატო-ს გენმდივნისა და ლიტვის პრეზიდენტის მიერ. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის ამ ნაბიჯის მიუხედავად, ნატო-ს ერთიანი თავდაცვის სისტემას საფრთხე არ ემუქრება, ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კი აღნიშნა, რომ ამ საკითხის დრამატიზება არ შეიძლება და ალიანსში ყველა წევრს საკუთარი მოსაზრება აქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ეს განცხადებები მდგომარეობის ჩასაწყნარებლად უფრო არის გაკეთებული და ჩვენი აზრით, ნაკლებად ასახავს რეალობას.

რეალობა კი შემდეგნაირია.

ამ განცხადებების შემდეგ Reuters-მა უკვე თურქეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თურქეთი წინააღმდეგობას გაუწევს ნატო-ს ზეწოლას თავდაცვის გეგმის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს უკვე ნათლად აჩვენებს, რომ მდგომარეობა არც ისე მარტივია, როგორც ზემოთ აღნიშნულმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს და საუბარი მხოლოდ ალიანსში განსხვავებული აზრის ქონას არ შეეხება.

3-4 დეკემბერს ლონდონში ნატო-ს დაარსებიდან 70-ე სამიტი უნდა გაიმართოს, სადაც აუცილებლად დადგება თურქეთის მიერ სირიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის საკითხი, რაზეც ერდოღანს, სავარაუდოდ, მკაცრად გააკრიტიკებდნენ. როგორც ჩანს, ერდოღანმა თავად გადაწყვიტა შეტევაზე გადასვლა და სამიტამდე მოკავშირეებს სიურპრიზი დაახვედრა ერთი მხრივ თავდაცვის გეგმასთან, მეორე მხრივ კი C-400-ებთან დაკავშირებით, რომლის ტესტირებაც უკვე დაიწყეს ამერიკული გამანადგურებლების F-16 Viper-ებისა და F-4 Phantom II-ების წინააღმდეგ. იხილეთ ვრცლად

რუსული ელიტის ცნობილი სახეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

ქვეყნები, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე უკვე დაიწყეს

მსოფლიოს "ბიბლიური მასშტაბის" შიმშილი ელის - გაერო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს