ავტორი:

"მე მინდა, რომ მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში" - რას ითხოვს მიხეილ კალანდიას ოჯახი

"მე მინდა, რომ მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში" - რას ითხოვს მიხეილ კალანდიას ოჯახი

მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილისგან ბოდიშის მოხდა ითხოვს.

როგორც ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მეზვრიშვილის განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც მიხეილ კალანდიას მიმალვაზე საუბრობდა, სასამართლო არ ცვლის აღკვეთის ღონისძიებას და მისი ძმა პატიმრობაში რჩება. კალანდია ამბობს, რომ დაკავების დღეს მიხეილ კალანდია მიმალვას არ ცდილობდა და სასამართლოში მიდიოდა.

"თითოეულ სხდომაზე ჩვენ ველოდებით, რომ მიხეილი გამოვა გარეთ, ამიტომ დღესაც ეს მოლოდინი გვაქვს. მინდა მივმართო ნათია მეზვრიშვილს - მე მინდა, რომ მან მოიხადოს ბოდიში საჯაროდ იმ ცრუ განცხადებისთვის, რაც მან გააკეთა, რადგან მინისტრის მოადგილის რანგის ადამიანი არ უნდა აკეთებდეს არაკომპეტენტურ განცხადებას, რომელიც შემდგომ ჩემს ძმას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხში ხელს უშლის. ვგულისხმობ იმ განცხადებას, რომ მიხეილი ქალაქიდან გარბოდა. სინამდვილეში სასამართლოზე მოვდიოდით, ამის ცნობაც არსებობს, მტკიცებულებებიც. ამიტომ მოვითხოვ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და გააკეთოს განცხადება, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ან ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, თქვას რა და როგორ იყო და შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენზე. როდესაც მოსამართლე მსჯელობს აღკვეთის შეცვლაზე და ასაბუთებს იმით, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, როცა წელიწადნახევარი ბავშვი აქ იყო, ქალაქში, არსად გადიოდა და ყველა პროცესზე ცხადდებოდა, რამ გამოიწვია ეს მიმალვის საფრთხე, ჩნდება ლოგიკური კითხვა?!", - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს