ავტორი:

"საქმეში ახალი მტკიცებულებებია, მის პატიმრობაში დატოვებას ვითხოვთ" - მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს

"საქმეში ახალი მტკიცებულებებია, მის პატიმრობაში დატოვებას ვითხოვთ" - მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მას ბრალი ედება დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში. ამასთან, მოსამართლემ განუმარტა მას უფლებები და ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში.

„არ ვცნობ თავს დამნაშავედ", - განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განუცხადა, დღეს წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარე მოითხოვს.

"წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები და ვიშუამდგომლებთ მათ დასაშვებად ცნობას. ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე თავდაპირველ პოზიციას უჭერს მხარს და მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აღკვეთის გამოყენების", - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, როგორც მირიან მეგრელიშვილმა აღნიშნა, საქმეში არის ახალი მტკიცებულებები, მათ შორის 2019 წელს მოპოვებულო მტკიცებულებები.

„მტკიცებულებების შინაარსში ვერ შევალ, თუმცა საქმეში არსებობს როგორც წერილობითი, ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა სახის მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში ბრალდების მხარის პოზიციას ადასტურებს", - აღნიშნა პროკურორმა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს