ავტორი:

ეს ლამაზი ტბა რუსეთში, სადაც სელფისთვის ათასობით ადამიანი ჩადის, სინამდვილეში მომწამვლელია

ეს ლამაზი ტბა რუსეთში, სადაც სელფისთვის ათასობით ადამიანი ჩადის, სინამდვილეში მომწამვლელია

„ინსტაგრამზე“ სულ უფრო პოპულარული ხდება „ნოვოსიბირსკის მალდივები“ - ტბა ციმბირში, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტოების გადასაღებად მიდიან.

როგორც CNN წერს, ცისფერი, მშვიდი და ლამაზი ტბა არ არის ბუნებრივი და არც უსაფრთხო - მომწამვლელი „ნოვოსიბირსკის მალდივები“ ქვანახშირის ქარხანას ეკუთვნის, მასში ნარჩენები ჩაედინება და ქიმიური ნივთიერებებით არის სავსე.

ქვანახშირის კომპანიამ გასულ კვირას განცხადება გაავრცელა.

„არ შეიძლება ნარჩენებში ცურვა. წყალი არის ტუტოვანი, რადგან ტბაში ჩაედინება კალციუმის მარილები და სხვა ნივთიერებები. კანთან კონტაქტის შემთხვევაში კი შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

სელფის გადასაღებად ნუ ჩახვალთ ნარჩენებიან წყალში! ეს ძალიან სარისკოა.“

კომპანიის განმარტებით, ლამაზ შეფერილობას წყალი სიღრმისა და სხვადასხვა ნივთიერების ჩადინების შედეგად იღებს.

გაფრთხილების მიუხედავად, ხალხი ფოტოების გადასაღებად ტბაზე კვლავ მიდის. ზოგი მათგანი ნაპირზე საცურაო კოსტიუმებით პოზირებს, ზოგი კი - გასაბერი უნიკორნებით დაცურავს ტბაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე