ავტორი:

ამბროლაურელი მხატვარი, რომელიც გაზეთისგან უნიკალურ ქანდაკებებს ქმნის - "პრო­ტეს­ტი მაქვს სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზო­გა­დად, სამ­ყა­როს მი­მართ"

ამბროლაურელი მხატვარი, რომელიც გაზეთისგან უნიკალურ ქანდაკებებს ქმნის - "პრო­ტეს­ტი მაქვს სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზო­გა­დად, სამ­ყა­როს მი­მართ"

ბესო კობახიძე მხატვარია, დაიბადა ამბროლაურში, სამხატვრო აკადემიაში მონუმენტურ ფერწერას სწავლობდა, მის ბიოგრაფიაში არის ეპიზოდი, როცა თოიძის სამხატვრო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ამჯერად ამბროლაურში ცხოვრობს და ბოლო სამი წელია, რაიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმის სამსახურის უფროსია.

სახლში პატარა სახელოსნო აქვს, სადაც მუშაობს. ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა, მათგან ერთხელ - ამერიკაში. საინტერესო ნამუშვრების ავტორია, განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ქანდაკებები იქცევს.

„მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ამიტომ, ჩემთვის ძირითადი საქმიანობა მაინც სულ ფერწერა და გრაფიკა იყო. რაც შეეხება, ქანდაკებებს, ბოლო 8 წელია, ვაკეთებ,“ - გვეუბნება ბესო კობახიძე, რომლის შემოქმედება მთლიანად პროტესტია. ამაზეა აგებულია მისი ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები.

„პროტესტი მაქვს საკუთარი თავიდან დაწყებული, ზოგადად, სამყაროს მიმართ. თუ ხელოვანს ეს გრძნობა არ გაქვს, ამას უცნაურობად და ანომალიად მივიჩნევ. საკუთარ თავს დაკარგულ დროს, უაზროდ გატარებულ წუთებს ვუპროტეტებ, ანუ პერიოდს, როცა არ ვმუშაობდი... რაც უფრო ასაკში შევდივარ და ბევრს ვსაქმიანობ, მეტად ვხდები, რომ ბევრი წუთი და წამი დავკარგე, იმის ნაცვლად, რომ მეტი შემექმნა... მახსოვს, პირველი პროტესტი 7 წლისას მქონდა, როცა მამაჩემი უსამართლოდ დააპატიმრეს, რაც მთელმა რაიონმა იცოდა... ასე რომ, თუ ადამიანი აზროვნებ, შეიძლება, პროტესტი დღეში რამდენჯერმე გაგიჩნდეს.

ცხადია ვბრაზდები იმაზეც, რაც დღეს ხდება და თუნდაც ადრე ხდებოდა. არ შეიძლება, საზოგადოების გახლეჩა. ბოლო-ბოლო უნდა ვისწავლოთ სხვადასხვა აზრის ადამიანებმა ერთად თანაცხოვრება. დანარჩენი ნებისმიერს ინდივიდუალური ცხოვრება აქვს, თუმცა კანონს არავინ უნდა გასცდეს“, - აღნიშნავს მხატვარი.

- თქვენი ქანდაკებები მნახველის ყურადღებას იქცევს. მითხარით, რომ ეს არც ისე უცხო ჟანრია, თუმცა ვფიქრობ, რომ ამის შესახებ, ბევრმა მაინც არაფერი იცის, რადგანაც უცხოა გაზეთისგან შექმნილი ქანდაკებები...

- ყოველთვის მაინტერესებდა თოჯინური ფილმები, თუ როგორ მოძრაობდნენ თოჯინები. შემდეგ, შემთხვევით, მეგობართან აღმოვაჩინე მისი ხელით გაკეთებული მარიონეტი და ვკითხე - რა ტექნიკით მუშაობდა. მოკლედ, შვხედე, ვისწავლე და 25 ცალი მარიონეტი შევქმენი. მერე ცოტა მოსაბეზრებელი გახდა, რადგანაც მგონია, რომ ეს ნამუშევრები მაინც სპექტაკლისთვის უნდა იქმნებოდეს. ერთხელაც, შემთხვევით, მარიონეტისთვის ძალიან დიდი ხელი გამომივიდა, რამაც უცებ ქანდაკებისკენ მიბიძგა და ასე დავიწყე...

ეს ჩემი გამოგონებული ტექნიკა არ არის, დიდი ხნის ისტორია აქვს და მხატვრთა წრეებში ცნობილია. თუმცა გამოფენაზე ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა, რომელიც მოქანდაკე აღმოჩნდა, არ იცოდა ამ ტექნოლოგიის შესახებ, - როგორ აკეთებო? - მკითხა. უკვე მასალაშიც ჩამოგისხამსო. არადა, არანაირი მასალა, ქაღალდითაა გაკეთებული. ვიყენებ მავთულს, გაზეთს და დეტალებში - თიხას. არის ისეთი ნამუშვერები, რომლებიც მხოლოდ გაზეთისგან არის შექმნილი.

- რა გრძნობა და ემოცია ახლავს იმას, როცა ქანდაკებებს გაზეთისგან ქმნით? გაზეთი ხომ უამრავი ინფორმაციის შემცველია? ჩემი ნამუშევრები ბევრი წელია, გაზეთისა და ჟურნალის ფურცლებზე იბეჭდება. ხომ შეიძლება, ჩემი და ჩემი კოლეგების საგაზეთო სტატიები თქვენი ქანდაკების მასალა აღმოჩნდეს?

- ზოგჯერ, როდესაც ქანდაკება დასასრუილისკენ მიდის, დაფერვა ხდება, ბრინჯაოს, ან რკინის იმიტაციას ვუკეთებ, ყოფილა, რომ გაზეთის რაიმე წარწერა, თუნდაც სტრიქონი, ამონარიდი, ისევე დამიტოვებია, როგორც იყო, რადგანაც ჩემთან და ნამუშვართან ახლოს ყოფილა, რასაც გაუერთიანებია და შეუკრავს ყველაფერი. ხანდახან ჩამითვლია, რომ ის პატარა ნაწილი ასე უნდა დარჩენილიყო. ასე რომ, თავისთვად რაღაც კავშირი არის. როცა გაზეთში ჩემთვის რაიმე საინტერესოს აღმოვაჩენ, ვცდილობ, ის დასამუშავებლად და აქცენტის გასაკეთებლად, ბოლოსკენ შევინახო.

როგორც მოქანდაკე ამბობს, თითოეული ნამუშვრის შექმნას, ერთ კვირას ანდომებს, რადგანაც რამდენიმე ეტაპია გასავლელი, თუმცა მანამდე თავში ჯერ კონცეფცია უყალიბდება, მერე მავთულისგან ჩონჩხს აკეთებს და ქაღალდით ამუშავებს, ხვეწს და ფერავს. ზომით კი თითოეული 60-65 სმ-ია.

შემოქმედებით პროცესში, ფაქტობრივად, იმ სამყაროში იკარგება, რასაც ქმნის, მთლიანად მასალაშია ჩართული და აკეთებს იმას, რაც თავში აქვს. ძირითადად, საღამოობით მუშაობს, სამსახურის შემდეგ, შინ მუზეუმიდან რომ ბრუნდება.

„როგორც კი მოვდივარ, მაშინვე ჩემს სახელოსნოში ავიდივარ, იქ ვცხოვრობ“, - დასძნეს რესპონდენტი, რომლის ქანდაკებები უმეტესად ქართველებს მოსწონთ და ყიდულობენ კიდეც, ხოლო უცხოელების 98%, ვინც სახელოსნოში სტუმრობს, მის ფერწერას და გრაფიკას იძენს, ქანდაკებების ტრანსპორტირება მაინც ეშინიათ, რომ არ დაუზიანდეთ.

ამერიკაში გამოფენის მოსაწყობად ბესოს ისევ უხმობენ, თუმცა ერთი წლის განმავლობაში გამოფენას არ აპირებს, უნდა, რომ ახალი ნამუშვრები შექმნას, რითაც შემდეგ საგამოფენო დარბაზში მნახველის წინაშე წარდგება.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს