ავტორი:

ულამაზესი მეგანი და ბიონსე - ნახეთ, როგორი იყო "მეფე ლომის" პრემიერაზე მათი შეხვედრა

ულამაზესი მეგანი და ბიონსე - ნახეთ, როგორი იყო "მეფე ლომის" პრემიერაზე მათი შეხვედრა

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია „მეფე ლომის“ პრემიერაზე გამოჩნდნენ. ღონისძიებას უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა, მათ შორის იყო ბიონსეც, რომელიც ფილმში ნალას ახმოვანებს და მისი ქმარი, ჯეი-ზი.

ბიონსესა და მეგანის შეხვედრა განსაკუთრებით თბილი იყო - ძნელად წარმოსადგენია, რომ მანამდე ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. ამერიკელმა მომღერალმა ჰერცოგინიას ბავშვის დაბადებაც მიულოცა : „ის ისეთი ლამაზია... ძალიან გვიყვარხართ“.

სამეფო წყვილმა ბიონსესა და ჯეი-ზისთან ბავშვებზე ისაუბრეს, ამერიკელმა რეპერმა პრინცს ურჩია - მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს დიდი ყურადღება სჭირდება, აუცილებელია, ყოველთვის გამონახოს დრო საკუთარი თავისთვის.

სასექსის ჰერცოგინია ღონისძიებაზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მეგანს Jason Wu-ს შავი კაბა ეცვა, რომლის ფასი 3454 ფუნტია.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს