ავტორი:

შვიდი შვილის დედა ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა - ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი

შვიდი შვილის დედა ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა - ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს. კენჭისყრა ევროპარლამენტში ჩატარდა. მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი ჟან კლოდ იუნკერს 1 ნოემბრიდან ოფიციალურად ჩაანაცვლებს.

იგი პირველი ქალი იქნება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. კენჭისყრის დროს მას მხარი ევროპარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა. ურსულა ფონ დერ ლაიენს 374 ხმა სჭირდებოდა, თუმცა, მას 383-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

ურსულა იყო, ასევე, პირველი ქალი, რომელიც გერმანიის თავდაცვის მინისტრი გახდა. თანამდებობას ის 2013 წლიდან იკავებდა.

60 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ბრიუსელში დაიბადა, გერმანიის კანცლერის უახლოესი თანამებრძოლია და ფიქრობდნენ, რომ ის ანგელა მერკელს შეცვლიდა.

ფონ დერ ლაიენი 13 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ბრიუსელიდან გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მან ლონდონის ეკონომიკის სკოლა დაამთავრა, მოგვიანებით კი ჰანოვერში მედიცინას დაეუფლა.

ურსულა შვიდი შვილის დედაა, რაც გერმანიისთვის საკმაოდ უჩვეულოა. პოლიტიკური კარიერა 43 წლის ასაკში დაიწყო, ის მერკელის პარტიის წევრი გახდა.

ურსულა ფონ დერ ლეიენი შვილებთან ერთად, 2013 წელი

ფართო საზოგადოებამ მის შესახებ 2005 წელს შეიტყო, როდესაც მერკელმა ის საოჯახო საკითხების, ასაკოვანი მოქალაქეების, ქალებისა და ახალგაზრდების ფედერალურ მინისტრად დანიშნა. ოთხი წლის შემდეგ ის ბუნდესტაგში აირჩიეს. 2013 წლამდე კი ფონ დერ ლაიენი შრომისა და საზოგადოებრივი საკითხების მინისტრი იყო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს.

„ნდობა, რომელიც მე გამომიცხადეთ, არის ნდობა ევროპისადმი. ჩემი მუშაობა იწყება ამ წუთიდან. მოდით, ვიმუშავოთ ერთად კონსტრუქციულად “, - განაცხადა მან კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე