ავტორი:

მალაიზიის ყოფილი მეფე "მის მოსკოვს" ბავშვის შეძენის შემდეგ დაშორდა

მალაიზიის ყოფილი მეფე "მის მოსკოვს" ბავშვის შეძენის შემდეგ დაშორდა

მალაიზიის ყოფილი მეფე ცოლს ბავშვის შეძენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დაშორდა, ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს. მუჰამედ მეხუთე „მის მოსკოვზე“ გასულ წელს დაქორწინდა, ოქსანა ვოევოდინამ ქორწილამდე ისლამი მიიღო. სულ მალე კი მეფე ტახტიდან გადადგა.

განქორწინების ცნობაში აღნიშნულია, რომ ყოფილმა მეფემ ცოლთან ურთიერთობა დაასრულა. ცნობა 22 ივნისით არის დათარიღებული. წყვილს ბავშვი 21 მაისს შეეძინა.

მუჰამედ მეხუთესა და ოქსანას შორის არსებულ უთანხმოებაზე მედია რამდენიმე თვის განმავლობაში წერდა, ინფორმაცია უარყო ვოევოდინას მამამ, ანდრეი გორბატენკომ.

თავად ოქსანა კი სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებდა ქმრისა და შვილის ფოტოებს - ის აღნიშნავდა, რომ ბავშვზე და ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერია.

თუმცა რამდენიმე დღის წინ მან ქმრის სურათი გამოქვეყნა, რომელსაც ორაზროვანი კომენტარი დაურთო :

„მამაკაცი, რომელსაც მისი ქალი უყვარს, ყველაფერს გააკეთებს საყვარელი ადამიანისთვის. სიყვარული და ზრუნვაა ჯანმრთელი ურთიერთობის საფუძველი.

კარგი ქმარი ყოველთვის მხარს უჭერს ცოლს, მუდამ ინტერესდება, როგორ გრძნობს თავს და ზრუნავს მასზე, თუ ქალი დაღლილია.

დანაპირებს ყოველთვის 100%-ით ასრულებს. ოჯახურ ვალდებულებებს მუდმივად იღებს და არ გადააქვს ის ცოლის მხრებზე.

ორსულობის დროს ქალს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ანებივრებს ზრუნვითა და საჩუქრებით.

ოჯახი არის ორი ადამიანის შრომის შედეგი, რომელიც სიყვარულს უანგაროდ გასცემს ერთმანეთისთვის“.

თავდაპირველად, „ინსტაგრამის“ მომხმარებლებმა ტექსტი ქმრის ქებად აღიქვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც წყვილის დაშორების შესახებ გახდა ცნობილი, ფიქრობენ, რომ ოქსანამ ქმარი მწარედ გააკრიტიკა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე