ავტორი:

ქეთა თოფურიამ წყნეთში სახლი აიშენა - ნახეთ მომღერლის საზაფხულო აგარაკის ფოტოები

ქეთა თოფურიამ წყნეთში სახლი აიშენა - ნახეთ მომღერლის საზაფხულო აგარაკის ფოტოები

А-Студио-ს ქართველმა სოლისტმა ქეთა თოფურიამ წყნეთში საზაფხულო აგარაკი აიშენა. ახალ სახლში გადაღებული ფოტო ქეთა თოფურიამ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე გაავრცელა, თუმცა კომენტარში არ აღუნიშნავს, რომ ფოტო ახალ სახლშია გადაღებული.

AMBEBI.GE-მ გაარკვია, რომ ფოტო სწორედ მის ახალ სახლშია გადაღებული, ასევე შევძელით მომღერლის აგარაკის რამდენიმე ფოტოს მოპოვება.

ქეთა თოფურიას წყნეთში დასვენება ძალიან უყვარს. მისი დედა ნატა და ქალიშვილი, ოლივია გეიხმანი ყოველ წელიწადს თითქმის ორი თვით ჩამოდიან საქართველოში დასასვენებლად და მომღერალიც შვებულებას ხშირად ატარებს სამშობლოში. როგორც ცნობილია, აქამდე ქეთა საზაფხულო აგარაკს ქირაობდა, ახლა კი როგორც ჩანს, გადაწყვიტა საკუთარი ბუდე მოეწყო.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, სახლი ულამაზეს ადგილას დგას და არაჩვეულებრივი ხედი აქვს. ის ორსართულიანია, ბევრი ვიტრაჟით და ღია სივრცით. სახლში ავეჯიც და ინტერიერიც პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. ქეთა თოფურიამ მისი აშენება და დიზაინი ქართველ არქიტექტორებსა და დიზაინერებს მიანდო. ეზო გამწვანებულია, აგარაკს აქვს აუზიც.

ქეთას ახალ სახლში გადაღებული ფოტოები "ფეისბუქის" პირად გვერდზე პროდიუსერმა ნატო დუმბაძემაც გამოაქვეყნა. როგორც ის წერს, ქეთას ახალი სახლი ძალიან ლამაზი და გემოვნებიანია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება