ავტორი:

"ჩვენ აქ პაპუასები არ ვმუშაობთ, რომ არ შემოვუშვათ" - ნანუკა ჟორჟოლიანი პაატა სალიას "რუსთავი 2"-ში მისვლაზე

"ჩვენ აქ პაპუასები არ ვმუშაობთ, რომ არ შემოვუშვათ" - ნანუკა ჟორჟოლიანი პაატა სალიას "რუსთავი 2"-ში მისვლაზე

თუ პაატა სალიას აქვს "რუსთავი 2"-ში შემოსვლის უფლება, შემოვა, ჩვენ აქ პაპუასები არ ვმუშაობთ, რომ არ შემოვუშვათ, - ასე უპასუხა "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" "რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებას, რომ ტელევიზიაში მისვლას დღესვე გეგმავს.

რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების სამოქმედო გეგმას, ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მათი პოზიცია იქნება სამართლებრივი და ისინი "არასამართლებრივად არ მოიქცევიან, როგორც "ქოცები" მოიქცნენ".

"ჩვენ სამოქმედო გეგმა არ გვაქვს. ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას და ისე ვიმოქმედებთ და ის იქნება ჩვენი მთავარი პოზიცია. ჩვენ არ ვართ "ქოცები" და არ მოვიქცევით ისე, როგორც "ქოცები" იქცევიან", - განაცხადა ჟორჯოლიანმა.

"რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მისვლას დღესვე გეგმავს. სალია იმედოვნებს, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება.

"ბასიანი" - "კორონავირუსის გამო, საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით ვაუქმებთ"

17 პაციენტიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

როგორ არიან კორნავირუსით ინფიცირებული - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან