ავტორი:

"ბასიანი" - "კორონავირუსის გამო, საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით ვაუქმებთ"

"ბასიანი" - "კორონავირუსის გამო, საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით ვაუქმებთ"

კლუბი "ბასიანი" კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით აუქმებს. ამის შესახებ კლუბი "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მსოფლიო მასშტაბით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიას უკავშირდება, ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილებას და საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით ვაუქმებთ. დამატებით ინფორმაციას სიტუაციის განვითარებასთან ერთად მოგაწვდით.

გააზრებული გვაქვს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ნებისმიერ სფეროს, მათ შორის დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციისთვის საჭირო ყველა ღონისძიებას მივმართეთ, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობას შესაძლო საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ, რადგან სოლიდარობა, პასუხისმგებლობა და ადამიანებზე ზრუნვა ყოველთვის დარჩება ჩვენს უმთავრეს ფასეულობად.

გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, საჯარო სივრცეებში ყოფნისგან მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, გავუფრთხილდეთ სხვის ჯანმრთელობას, როგორც საკუთარს. მხოლოდ ასე შევძლებთ გავრცელებული ვირუსის დამარცხებას და საყვარელ სივრცეებში დროულად დაბრუნებას.

ვწუხვართ, რომ გვიწევს ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცეების დროებით შეზღუდვა, მაგრამ გვახსოვდეს - ჩვენ მაინც ვცეკვავთ ერთად," იზოლაციაშიც", - ნათქვამია განცხადებაში.

"ეს ჩემთვის გარკვეული ემოციური სტრესია..." - ამირან გამყრელიძე შვილზე და იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრებზე

"7 პაციენტს პნევმონია აქვს, მათგან 1 არის მძიმე" - როგორია კორონავირუსით დაინფიცირებულების მდგომარეობა

მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, პოლიციის დახმარებით კარანტინში გადაიყვანეს