ავტორი:

AMBEBI.GE კვლავ რეიტინგების ლიდერია - რა შედეგები აჩვენა IRI-ის 2019 წლის კვლევამ

AMBEBI.GE კვლავ რეიტინგების ლიდერია - რა შედეგები აჩვენა IRI-ის 2019 წლის კვლევამ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ინტერნეტში ინფორმაციის მიღების წყაროებს შორის, საინფორმაციო პორტალი AMBEBI.GE კვლავ ლიდერ პოზიციაზეა.

კითხვაზე - რომელ ინტერნეტსაიტებს სტუმრობთ ახალი ამბების მიღების მიზნით, გამოკითხულთა 31% პასუხობს, რომ ეს საიტი AMBEBI.GE-ია.

გამოკითხულთა 12-12 % ასახელებს interpressnews.ge-სა და news.ge-ს. დანარჩენ გამოკთხულთა ხმები კი ასე გადანაწილდა:

2019 წლის კვლევა 20 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. პირისპირ ინტერვიუებით გამოიკითხა 1500 რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით, რომელთა ასაკი 18 წლიდან ზემოთაა.

AMBEBI.GE საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში ზედიზედ მეექვსე წელია წამყვან პოზიციას იკავებს.

"მადლობა საიტის მკითხველს ერთგულებისა და ნდობისთვის, რომელსაც წლებია AMBEBI.GE-ის მიმართ გამოხატავენ! ამ კვლევის შედეგები ჩვენს გუნდს აძლევს სტიმულს, მუდმივად იყოს მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოს თავისი მკითხველისთვის სანდო, ობიექტური და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდება" - ამბობენ AMBEBI.GE-ს რედაქციაში.

ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

საპატრულო პოლიციის წინასაახალწლო საჩუქარი წიკლაურების მრავალშვილიან ოჯახს (ფოტო)

რა ცვლილებები იგეგმება 2020 წელს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში