ავტორი:

"სენსაციური ცვლილება რადაში და სრული კონტროლი კომიკოს ზელენსკის..." - რუსი და უკრაინელი პოლიტოლოგების პროგნოზები არჩევნების შემდეგ

"სენსაციური ცვლილება რადაში და სრული კონტროლი კომიკოს ზელენსკის..." - რუსი და უკრაინელი პოლიტოლოგების პროგნოზები არჩევნების შემდეგ

უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის პარტიის გამარჯვებით დასრულდა. ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ 44%-ით გაიმარჯვა.

ყოფილმა იუმორისტმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ორი თვის წინ გაიმარჯვა. ახლა კი მისმა გუნდმა ხმათა უმრავლესობით 42,45% აიღო. უკრაინელი პოლიტოლოგების თქმით, ქვეყანაში პირველად შესაძლოა ისტორიული ცვლილებები განხორციელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ერთი პარტია მოიპოვებს.

ცნობისთვის, უკრაინელმა დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც სასჯელს რუსეთის ციხეში იხდიდა, შემდეგ კი პოროშენკოს ბრძანებით, უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს, დონეცკის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში, მხოლოდ 8 ხმა მიიღო. 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა მიხეილ სააკშვილის "ახალ ძალთა მოძრაობამ". 19 ივლისს, სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება და მომხრეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ზელენსკის პარტიას, რადგან მისი პარტია ბარიერს ვერ გადალახავს.

ცესკო-ს მონაცემების თანახმად, მეორე ადგილზეა პრორუსული "ოპოზიციური პლატფორმა", რომელსაც 43 მანდატი შეიძლება შეხვდეს... უკრაინაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის თანახმად, პარლამენტის ნახევარი პარტიული სიებით გასული დეპუტატებით კომპლექტდება, დანარჩენი - მაჟორიტარი დეპუტატებით.

პოლიტოლოგები ამომრჩევლების დაბალ აქტივობაზე საუბრობენ, რადგან აჩევნებში აქტივობა 50%-ზე მაღალი არ დაფიქსირებულა. უკრაინელი პოლიტოლოგი, კიევის პოლიტიკური ცენტრის მკვლევარი კონფლიქტოლოგიაში მიხეილ პოგრებინსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ისტორიაში მაიდანის ეტაპი წარმატებით დასრულდა. იმავდროულად, რუსული რიტორიკის ტემპებიც შემცირდა...

"მეტიც, ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს პარტიამ ხმათა უმეტესობის მეოთხედი აიღო. მას ამომრჩევლის 8% უჭერს მხარს, რაც ბევრ რამეზე მიანიშნებს. არიან კიდევ სხვა პარტიები, მკვეთრად გამოხატული ეროვნული შინაარსის პროგრამებით, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან. ზელენსკის, ასეა თუ ისე, ლიბერალურ-პროდასავლური კურსი აქვს და ანტირუსულ პოლიტიკაზე მკვეთრ აქცენტს არ აკეთებს. ანუ მან ვითარების შერბილება შეძლო, რამაც მთლიანობაში არჩევნების წარმატებით დასრულება განაპირობა..." - ამბობს პოგრებინსკი tvzvezda.ru-სთან საუბარში.

დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის POLITA-ს ხელმძღვანელის ეკატერინა ოდარჩენკოს შეფასებით, ქვეყანაში არსებული სურათი საბოლოო ჯერ კიდევ არ არის.

"საინტერესოა ის, რომ უკრაინაში ახალგაზრდა ელექტორატი აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდა, ზელენსკის კი სწორედ ახალგაზრდებმა მისცეს ხმა, რაც სასიამოვნო სიახლეა..."- ამბობს ის mk.ru-სთან საუბარში.

უკრაინული ინტერნეტგამოცემა 112.ua ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე უცხოური მედიის მიმოხილვისას საერთაშორისო Al Jazeera-ს შეფასებას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ "კომიკოსის პარტია, რომლის ლიდერიც საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებისთვის იბრძოდა, მიზანს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ახალი, აპოლიტიკური ადამიანები აღმოჩნდებიან... ანუ ქვეყანაში პროცესები საინტერესოდ განვითარდება..."

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსები არჩევნებს კრიტიკულად აფასებენ. მათი თქმით, უკრაინა ვადამდელი არჩევნებისთვის პოლიტიკურად მზად არ აღმოჩნდა. ექსპერტი საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებში ვლადიმირ ბრუტერი ამბობს, რომ "ხალხის მსახურმა" უკვე მიიღო პრინციპული უმრავლესობა და ამის შეცვლა შეუძლებელია.

"არადა, მანამდე პრეზიდენტის პარტიას პოლიტოლოგების ნაწილი ძალიან პესიმისტურ შედეგებს უწინასწარმეტყველებდა, სხვები კი ამბობდნენ, ცდად ალბათ უღირდათ, რადგან გამოცდილებად მიიღებდნენ, თუმცა როგორც ვნახეთ, მათ საკმაოდ კარგი შედეგი აქვთ. მათ უმრავლესობა აიღეს" - ამბობს რუტერი, რომლის თქმითაც, რადაში შესაძლოა, სენსაციური ცვლილება მოხდეს და ერთპარტიული უმრავლესობა დაფიქსირდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზელენსკი ახლა ქვეყანაში არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებს და მიმდინარე პროცესებზე პასუხსაც აგებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე