ავტორი:

ავარიას იმერეთში "ევროპის უძლიერესი მამაკაცის" ტიტულის მფლობელი ქართველი ემსხვერპლა

ავარიას იმერეთში "ევროპის უძლიერესი მამაკაცის" ტიტულის მფლობელი ქართველი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "ევროპის უძლიერესი მამაკაცის" ტიტულის მფლობელი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა ხარაგაულის მინიციპალიტეტში წუხელ მოხდა.

ავტომობილი, რომელსაც ქართველი სპორტსმენი თავად მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა. სპორტსმენი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გიორგი დოინჯაშვილმა 2015 წელს არნოლდ შვარცნეგერის სახელობის ევროპის საერთაშორისო ფესტივალზე ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტული მოიპოვა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო