ავტორი:

ტრაგედია რუსეთში - ბავშვთა ბანაკში ხანძარს ოთხი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ტრაგედია რუსეთში - ბავშვთა ბანაკში ხანძარს ოთხი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

რუსეთში, ბავშვთა ბანაკში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ხანძრის შედეგად ერთი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, სამი ბავშვი კი რეანიმაციაში გარდაიცვალა. დაღუპულების გარდა დაშავებულია სამი ბავშვი და 5 ზრდასრული.

რუსეთის ხაბაროვსკის მხარეში, სამთო-სათხილამურო კურორტზე ტურისტული კომპლექსის „ხოლდომის“ ტერიტორიაზე ბავშვთა კარვების ბანაკი დაიწვა. ბანაკში 7-დან 15 წლამდე ასაკის 189 ბავშვი იმყოფებოდა. მხარის გუბერნატორის სერგეი ფურგალის სიტყვებით, ბანაკი კერძო იყო და შემმოწმებელი კომისიებისგან მის გახსნაზე ნებართვა არ იყო გაცემული, მისი არსებობის შესახებ არც იცოდნენ. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ბანაკის დირექტორიც და იმ ორგანიზაციის დირექტორიც, რომელიც ამ ბავშვთა დაწესებულებას ფლობდა, დაკავებულები არიან.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ადგილობრივი ხელისუფლება ცუდი მუშაობისა და უპასუხისმგებლო განცხადებების გამო გააკრიტიკა და სიტუაციის სკურპულოზურად გამოძიება მოითხოვა.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე