ავტორი:

თელაველმა პატრულებმა დაკარგული 3 წლის გოგონა ბებოსთან დააბრუნეს

თელაველმა პატრულებმა დაკარგული 3 წლის გოგონა ბებოსთან დააბრუნეს

თელავში პატრულმა დაკაგული სამი წლის ბავშვი ოჯახში დააბრუნა. პოლიციის მაიორმა ალექსანდრე ნანობაშვილმა და ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ნავაძემ ქუჩაში პატრულირების დროს 3 წლის გოგო შენიშნეს, რომელსაც თან არავინ ახლდა. სამართალდამცველებმა ბავშვი პოლიციის მანქანაში ჩასვევს და ოჯახის ძებნა დაიწყეს.

როგორც აღმოჩნდა, პატარა გოგონა ბებოსთან იმყოფებოდა, რა დროსაც სახლიდან ისე გავიდა, რომ არავის დაუნახავს. ოჯახის წევრები და ახლობლები მას თავდაპირველად სახლის მიმდებარედ ეძებდნენ, თუმცა ვერ მიაკვლიეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მცირეწლოვანი სახლში უვნებელი უმოკლეს დროში დააბრუნეს. ორივე სამართალდამცველი თელავის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია.

40 წლის ალექსანდრე ნანობაშვილი პოლიციის მაიორია. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში - 2000 წლიდან, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 2006 წლიდან მუშაობს.

ათეულის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი 40 წლის, ზაზა ნავაძე კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 2005 წლიდან მუშაობს.

ალექსანდრე ნანობაშვილი

ზაზა ნავაძე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს