ავტორი:

კოტე მათითაშვილის და ეკა ბალანჩივაძის "ციხესიმაგრე" საბურთალოზე

კოტე მათითაშვილის და ეკა ბალანჩივაძის "ციხესიმაგრე" საბურთალოზე

ექიმმა კოტე მათითაშვილმა და მისმა მეუღლემ დიზაინერმა, ეკა ბალანჩივაძემ, ჟურნალ "შინ"-ს საკუთარ სახლში, ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე უმასპინძლეს.

კოტეს "ციხესიმაგრე" საბურთალოზე, ერთი შეხედვით ხმაურიან, თუმცა რეალურად მშვიდ ადგილზეა განთავსებული. სახლს, სადაც წყვილი ცხოვრობს, აქვს ლამაზი ეზო, ავტოსადგომი, იზოლირებული სივრცე.

ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი სახლი, კორპუსში 6 ოჯახი ცხოვრობს, ვისი ძალისხმევითაც აშენდა ეს შენობა. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შედიხარ თუ არა მასპინძლის ოჯახში, პოზიტივი, სითბო და შინაურული ატმოსფერო გხვდება. აღმოჩნდა, რომ კოტე ექიმობასა და ტელეწამყვანობასთან ერთად, კარგადაც ხატავს. სახლში მისი ნახატები მრავლადაა.

დიზაინერი, რომელიც ამ სახლში მას შემდეგ გადმოვიდა, რაც ცნობილ ექიმს დაუკავშირა ცხოვრება, ამბობს, სახლი, ხარისხიანად, ფუნდამენტურად, თუმცა, ძალიან კონსერვატიულ-მინიმალისტურადაა გაკეთებული.

სახლის მთავარი ხიბლი აივანია, საიდანაც სიმწვანე და ტაძარი მოსჩანს, ეს კი დამეთანხმებით, რომ დიდი ფუფუნება თბილისში მცხოვრებთათვის.

ნახეთ მეტი ჟურნალ "შინ"-ის მეჩვიდმეტე ნომერში

"დაკანონებულია" - ახალდაქორწინებული მარიკა თხელიძე გულშემატკივრებს ქორწინების ამსახველ ფოტოს უზიარებს

"მოუსმინეთ საკუთარ თავს, რა გაბედნიერებთ" - დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი კვლავ ერთად არიან: წყვილის ახალი ფოტო

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს