ავტორი:

"შაკოს უთქვამს მშობლებისთვის, სახლს მივალაგებ და გადმოვალო..." - ვინ არიან გურამიშვილის გამზირზე მოკლული ბიჭები

"შაკოს უთქვამს მშობლებისთვის, სახლს მივალაგებ და გადმოვალო..." - ვინ არიან გურამიშვილის გამზირზე მოკლული ბიჭები

საზარელი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, გურამიშვილის გამზირის 74 ნომერში, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში 2 ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, 21 და 27 წლის ბიჭები ცეცხლსასროლი იარაღით არიან გარდაცვლილები. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები ერთ-ერთის - შაკო ტყემალაძის მამამ ნახა. მეორე გარდაცვლილი გუგა კოღუაა.

"ეს სახლი შაკო ტყელამაძის იყო, როგორც ვიცი, მშობლებმა უყიდეს, სწორედ მისმა მამამ ნახა გარდაცვლილები. ამბობენ, თავში აქვთ ტყვია მოხვედრილიო. სავარაუდოდ, მკვლელობა 7-8 საათისთვის მოხდა, თუმცა კორპუსში სროლის ხმა არავის გაუგია", - განაცხადა კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც გარდაცვლილი შაკო ტყემალაძის ახლობელმა kvirispalitra.ge-სთან განაცხადა, გარდაცვლილები ბინაში მართლაც შაკო ტყემალაძის მამამ, გრიგოლ ტყემალაძემ ნახა, რომელიც მას მერე, რაც ვაჟმა კარი არ გაუღო, ბინაში სათადარიგო გასაღების გამოყენებით შევიდა.

"შაკო უცხოეთში, გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად იყო წასული, ახალი ჩამოსულია უცხოეთიდან. ბინა, სადაც ეს საშინელება მოხდა, სწორედ მისი ჩამოსვლისთვის გაარემონტეს და ბიჭს დაახვედრეს, სადაც წინა დღეს სუფრაც ჰქონიათ გაშლილი. დედ-მამაც იქვე ახლოს ცხოვრობს. შაკოს უთქვამს მშობლებისთვის, სახლს მივალაგებ და მერე გადმოვალო... როგორც ამბობენ, რომ აღარ გამოჩნდა და ტელეფონზეც არ პასუხობდა, მამა იმიტომ წავიდა ამბის გასაგებად. კარი რომ არავინ გაუღო, სათადარიგო გასაღებით გახსნა და ისე შევიდა. ჰოდა, ეს საშინელება დახვდა.

თურმე ორივეს ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც თქვეს, მკვლელობის იარაღი იქვე ეგდო. არავინ იცის რა მოხდა. ვის უნდა გაემეტებინა ასე სასტიკად ბიჭები. შაკო გამორჩეული ახალგაზრდა იყო. ფიზიკურადაც ძალიან კარგი, უჭკვიანესი, ის ჩემს თვალწინ გაიზარდა, წარმატებული ბიჭი იყო. სულ განათლების მიღებაზე ორიენტირებული. ოჯახიც საუკეთესო აქვთ. მამამისს ბიზნესი აქვს და ეკონომიკურადაც არ უჭირთ.

ვინ და რატომ გაიმეტა ისინი, არ ვიცით... მის მეგობარს არ ვიცნობდი, ამბობენ ლისზე ცხოვრობს მისი ოჯახიო, ის ბიჭიც თურმე სასწავლებლად გერმანიაში იყო წასული და იქიდან ყოფილა ჩამოსული. წარმოუდგენელია, შაკოს მტერი ჰყოლოდა. მამამისი მაშინვე წაიყვანა პოლიციამ დაკითხვაზე... წაიკითხეთ ვრცლად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს