ავტორი:

პოლიციამ მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავა

პოლიციამ მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამართალდამცველებმა მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მომღერალს პოლიცია არასწორი პარკირების გამო ადმინისტრაციულად აჯარიმებდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომღერალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავების მომენტში ჯამბურია დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

მთავარი ფოტო: ფოტო სქრინი "პრაიმ ტაიმის" ვიდეოდან

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს