ავტორი:

თიკა ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

თიკა ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

მომღერალი თიკა ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა მოქალაქე, რომლისავტომობილში მყოფმა მისი ოჯახის წევრმა ქალბატონებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში.

ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავა 1960 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1991 წელს დაბადებული თ.ჯ. რაც შეეხება დაკავებული ქალბატონების თანმხლებ არასრულწლოვანს, მან სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო დედასთან ერთად. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული არიან" - აცხადებენ უწყებაში.

მომღერალი ცოტა ხნის წინ თავისუფლების მოედანზე დააკავეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჯამბურიას პოლიცია არასწორი პარკირების გამო ადმინისტრაციულად აჯარიმებდა.

მომღერალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავების მომენტში ჯამბურია დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს