ავტორი:

ვინ იყო ბაბა ვანგა - ბრმა ქალი, რომელიც ყველაფერს ხედავდა და რომელმაც საქართველოს მომავალი უწინასწარმეტყველა

ვინ იყო ბაბა ვანგა - ბრმა ქალი, რომელიც ყველაფერს ხედავდა და რომელმაც საქართველოს მომავალი უწინასწარმეტყველა

ვანგა, იგივე ვანგელია დიმიტროვა (ქმრის გვარი გუშეროვა იყო) ოფიციალური მონაცემებით დაიბადა ქალაქ სტუმიცაში (ახლანდელი მაკედონია) 1911 წლის 31 აგვისტოს, ღარიბი გლეხის ოჯახში. ვანგას დედა ადრე გარდაეცვალა, მამა ომის ვეტერანი იყო (ის თურქეთის წინააღმდეგ იბრძოდა) და ოჯახს ძალიან უჭირდა, ამის გამო ვანგას მამა იძულებული გახდა ბულგარეთში, სოფელ პეტრიჩეში გადასულიყო.

ვანგა გამხდარი და საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო. ის ბავშობაში უცნაურ თამაშს თამაშობდა. ის ცდილობდა თვალდახუჭულს სახლში უმცროსი დის მიერ დამალული ნივთი მოეძებნა. 1923 წელს, როდესაც ვანგა 12 წლის იყო, ქარბორბალამ ჰაერში აიტაცა. ბავშვი მოგვიანებით სახლიდან მოშორებით გულწასული იპოვეს და თვალები ქვიშით ჰქონდა სავსე. ვანგა გადარჩა, თუმცა დაბრმავდა (ექიმმა ოპერაციაში ხუთასი ლეი მოითხოვა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო). მამა და დედინაცვალი იძულებული გახდნენ ვანგა უსინათლოთა სახლში მიებარებინათ. თუმცა ორი წლის შემდეგ მისი დედინაცვალი გარდაიცვალა და ვანგა სახლში დაბრუნდა, რათა უმცროსი და-ძმებისთვის მოევლო.

ზუსტი თარიღი უცნობია, თუ როდის დაიწყო ვანგამ წინასწარმეტყველება – ეს დაახლოებით გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს იყო, როდესაც მან მამას დაკარგული ცხვრები აპოვნინა – მან ზუსტად აღწერა ის მიდამო, სადაც ცხვრები იმყოფებოდნენ. მისი ნიჭის შესახებ მთელმა სოფელმა შეიტყო. მისი ტალანტი მეორე მსოფლიო ომის დროს გამომჟავნდა, როდესაც ის აბსოლუტურად ზუსტად ასახელებდა ომის დროს დაკარგული ადამიანი ცოცხალი იყო თუ გარდაცვლილი, დაკარგული დაბრუნდებოდა თუ არა, ან სად უნდა ეძებნათ მოკლული და ა. შ. წაიკითხეთ სრულად

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტო ექსპერიმენტი „ასპრიაში“

"გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან" - გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი