ავტორი:

რუსი ინვესტორი სოხუმში აეროპორტს აშენებს - "მერე სად ვიფრენთ, ლონდონში თუ პარიზში?"

რუსი ინვესტორი სოხუმში აეროპორტს აშენებს - "მერე სად ვიფრენთ, ლონდონში თუ პარიზში?"

რუსი ინვესტორი აფხაზეთის აეროპორტში საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება. ამ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სოხუმის არძინბას სახელობის აეროპორტის სტატუსისა და აფხაზეთის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დოკუმენტი შეიმუშავა, რომლის თანახმად აეროპორტს სამოქალაქო და სახელმწიფო საჰაერო ხომალდების მიღების უფლებას მიეცა.

დოკუმენტის თანახმად, აეროპორტში განთავსდება როგორც სამოქალაქო, ასევე, სახელმწიფო ავიაცია – ანუ სამხედრო ავიაცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური და სანიტარული ავიაცია.

სოხუმში ამბობენ, რომ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისა და საერთაშორისო ფრენების გარდა, ხელს შეუწყობს აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლას, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

საბჭოთა კავშირის დროს, სოხუმიდან დაახლოებით 20 კილომენტრში, ბაბუშერას დასახლებაში მდებარეობდა აეროპორტი, რომელიც იმ წლებში, სრული დატვირთვით მუშაობდა, თუმცა, 1993 წელს აფხაზეთში ომის დროს განადგურდა და დაიხურა.

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, შეთანხმება ჯერ კიდევ 2014 წელს, სოხუმსა და მოსკოვს შორის არსებობდა და სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობის არქონის გამო, პროექტი არ დაწყებულა. მისივე თქმით, აეროპორტი, დაახლოებით ორ წელში სრული დატვირთვით იმუშავებს.

რაულ ხაჯიმბას განცხადებისა და ზოგადად, პროექტის ამუშავების არ სჯერათ აფხაზებს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს ყველაფერი ხაჯიმბას პრეზიდენტობის მეორე ვადით კენჭისყრის სურვილს უკავშირდება და პიარის ნაწილია.

"2014 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, ახლა გაახსენდათ და აგვისტოს ბოლომდე თურმე ახალი აეროპორტი გვექნება... ბრავო რაულ, შენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, თუმცა, შენს საქმეს კი აკეთებ...”

“ეს იგივეა, გოგონას, რომელიც მოგწონს და გიზიდავს, ცოლობას შეჰპირდე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მართლა აპირებს მის ცოლად მოყვანას... ამას მაშინ დავიჯერებ, როდესაც ახალ აშენებული აეროპორტის ლენტს პრეზიდენტი, ან სულაც პრემიერ-მინისტრი გაჭრის”

"მერე სად ვიფრენთ, ლონდონში, პარიზში თუ ამერიკაში?"

“რამდენიმე დღის წინ, ახლახანს გარემონტებული კაფე “პინგვინების” წინ, ძლიერი წვიმების გამო, ასფალტი ჩავარდა, რომელიც ვითომ ახლახან გაარემონტეს. კიდევ კარგი, წვიმდა და ხალხი არ იყო... კაფეს წინ გზა ვერ დაგიგიათ და აეროპორტს ააშენებთ?” - წერენ აფხაზები კომენტარებში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სოხუმის აეროპორტში რუსეთის მიერ საპროექტო სამუშაოების დაწყებას ეხმიანება და და აცხადებს, რომ “საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ”.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, - ეს ნიშნავს, რომ ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?