ავტორი:

მასობრივი დაკავებები მოსკოვში - რა ხდება რუსეთის დედაქალაქში

მასობრივი დაკავებები მოსკოვში - რა ხდება რუსეთის დედაქალაქში

მოსკოვში, ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე 600-მდე ადამიანი დააკავეს. პოლიცია იმ ოფისში შევიდა, საიდანაც მიტინგის ტრანსლაცია მიმდინარეობდა. ტრასლაცია ალექსეი ნავალნის არხზე „ნავალნი ლაივი“ ოპოზიციონერ ვლადიმირ მილოვს მიყავდა,რომელიც პოლიციამ დააკავა.

აქციის დაწყებამდე დაკავებული ოპოზიციონერი კანდიდატი იულია გალიამინა სასამართლოშია გადაყვანილი. მას „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობაში მოწოდებისთვის“ მუხლით ასამართლებენ.

მიტინგზე პოლიციამ ხალხი მცირე ჯგუფებად დაშალა და სხვადასხვა მიმართულებით გაფანტა. პოლიცია ცდილობს დემონსტრანტები მოსკოვის მერიის შენობასთან არ მიუშვას.

აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები. ამასთან, პოლიცია ტელეარხ "დოჟდის" რედაქციაში შევიდა, რომელიც ერთადერთი ოპოზიციური არხია. პოლიციამ არხის მთავარ რედაქტორს ალექსანდრა პერეპელოვას სასამართლოში მისასვლელად უწყება გადასცა. ის „საარჩევნო უფლების განხორციელებისა და საარჩევნო კომისიების მუშაობისთვის ხელის შეშლის“ მუხლით აღძრულ საქმეზე მოწმედ არის დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში უკვე ორი კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე