ავტორი:

"მესამე შვილი შევიძინე" - ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის ქალიშვილის მოკრძალებული ქორწილის დეტალები

"მესამე შვილი შევიძინე" - ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის ქალიშვილის მოკრძალებული ქორწილის დეტალები

ცნობილი ექიმების ნინო ნადირაძის და გუგა კუზანოვის ქალიშვილი ბაია კუზანოვა გათხოვდა. ახალგაზრდა ექიმის მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.

ბაიამ და გიორგიმ ქორწილიც ვიწრო წრეში გადაიხადეს. თუ სხვები საკუთარ დაქორწინებას ძვირადღირებულ რესტორნებში იხდიან და ასეულობით ადამიანს ეპატიჟებიან, ისინი ამ მხრივაც გამორჩეულად მოკრძალებულები აღმოჩნდნენ და ქორწილი კუზანოვების ფეშენებელური სახლის ეზოში ვიწრო წრეში გადაიხადეს.

წყვილი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა. "რეიტინგი" ბაია კუზანოვას დედას, ცნობილ ექიმს და ტელეწამყვანს ნინო ნადირაძეს დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაერკვია ქორწილის დეტალები.

- ჩემს ქალიშვილს და სიძეს არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. შესაბამისად ბევრს ვერ ვისაუბრებ მათ შესახებ და ქორწილის დეტალებზე. ღრეობები არც ჩვენ გვიყვარს და არც მათ, ამიტომ ვიწრო წრეში გადავიხადეთ ქორწილი, სადაც 50 კაცი გვყავდა მოწვეული, პირველი რიგის ნათესავები, დედა, მამა და ა.შ. ასევე, ბაიას და გიორგის მეგობრები. თავად როგორც უნდოდათ ზუსტად ისეთი ქორწილი გადაიხადეს. ბაიას სურვილით ქორწილი ჩვენი სახლის ეზოში გადავიხადეთ, ვერ გველევა. რეტრო საქორწინო ცერემონიალი იყო, შავი ძველი ბეემვეთი მოვიდნენ. ნახეთ სრულად+ფოტო

მარიტა ჯანაშია თხოვდება - მოდელს ხელი ცნობილმა მომღერალმა პირდაპირ ეთერში სთხოვა

პანდემიის შემდეგ ჟურნალმა "ბომონდმა" პირველი წვეულება გამართა - COOL BY THE POOL

ქართველი ვარსკვლავური წყვილები, რომელთა ოჯახურმა ცხოვრებამ წლებს გაუძლო