ავტორი:

მღვდელი, რომელმაც ოჯახის შენარჩუნების აუცილებლობაზე ბესტსელერი დაწერა, ცოლს დაშორდა და ქრისტიანობაც უარყო

მღვდელი, რომელმაც ოჯახის შენარჩუნების აუცილებლობაზე ბესტსელერი დაწერა, ცოლს დაშორდა და ქრისტიანობაც უარყო

ყოფილი ამერიკელი მღვდელი, რომელმაც ტრადიციულ ურთიერთობებზე წიგნი დაწერა, ამბობს, რომ ცოლს დაშორდა და ის აღარც ქრისტიანია, ამის შესახებ CNN წერს.

ჯოშუა ჰარისის წიგნი, სადაც ავტორი ქორწინებამდე სექსსა და ჰომოსექსუალობას გმობდა, 22 წლის წინ დაიბეჭდა და 1 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

ყოფილი მღვდელი ახლა ამბობს, რომ საზომებით, რაც მისთვის ქრისტიანობას განსაზღვრავს, ის ქრისტიანი არ არის.

„ბოლო რამდენიმე წელი სინანულში გავატარე, ვნანობ, რომ ჩემი თავი სრულიად მართალი მეგონა, ვნანობ ჩემს სწავლებებს, რომლებიც წიგნებად გამოვეცი; ჩემს დამოკიდებულებას ქალების მიმართ ეკლესიაში და ჩემს, როგორც მშობლის მიდგომებს...“ - წერს ჰარისი. ის, ასევე, ბოდიშს უხდის ლგბტ თემს და მისგან პატიებას ითხოვს.

გასულ კვირას ჯოშუა ჰარისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი 21 წლიანი ქორწინება დასრულდა.

მღვდელი წიგნში მოუწოდებდა ახალგაზრდებს, თავი შეეკავებინათ სექსისგან ქორწინებამდე. ნაშრომში მან უამრავი თავი მიუძღვნა საფრთხეებს, რომელიც ვნებას ახლავს თან.

„ვნება პრობლემაა. ღმერთს სძულს ის, თქვენც უნდა გძულდეთ,“ - წერდა წიგნში ჯოშუა ჰარისი.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

"მელოტა ისვენებს" - რა პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუქში" სალომე ზურაბიშვილმა და რა არის მელოტა, რომლის გამოც პრეზიდენტი სოცქსელების დღის გმირია

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი