ავტორი:

"ნანუკას შოუ" ეთერში აღარ გავა - "ახალ გადაცემას ექნება სხვა სახელი, სხვა სტუდია"

"ნანუკას შოუ" ეთერში აღარ გავა - "ახალ გადაცემას ექნება სხვა სახელი, სხვა სტუდია"

"ნანუკას შოუ" ეთერში აღარ გავა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" წერს, ის ახალი გადაცემისთვის ემზადება და რამდენიმე თვეში მაყურებელი სოციალური თოქ-შოუს წამყვანად იხილავს.

"ოქტომბერში ნანუკას შოუ 10 წლის ხდება, რაც ნიშნავს იმას რომ ამ გადაცემიდან უნდა დაგემშვიდობოთ.

სულ სხვა ფორმატით ვაპირებდი ამის გაკეთებას. ახალი სტუდიიდან, ახალი გადაცემიდან, მაგრამ რადგან მედიაში ამბავმა გაჟონა დაჩქარდა საიდუმლოს გამხელა.

ახალი სეზონიდან ახალი გადაცემით დავბრუნდები ეთერში. სწორედ იქ მოგიყვებით გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა თუ არა და სწორედ იქ გადაგიხდით მადლობას 10 წლიანი ერთგულებისთვის.

ახალი გადაცემა იქნება სოციალური თოქ-შოუ.

ექნება სხვა სახელი. სხვა სტუდია.

იქნება პირდაპირი ეთერი.

იქნება იგივე წამყვანი-იგივე ენერგიით.

ამ დროის გეგმებით შევხვდებით რ2-ზე. (თუ რამე არ შეიცვალა). თუ შეიცვალა არც ეგაა პრობლემა. ყოველთვის ვნახავ ადგილს სადაც თქვენთან შეხვედრას მოვახერხებ," - წერს ჟორჟოლიანი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს - ადვოკატი წყვილის "მორიგების აქტის" დეტალებზე

რომელი გავლენიანი გამოცემები წერენ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - ქართველი ჩოგბურთელის საქმე უცხოური მედიის განხილვის თემაა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან აღდგება