ავტორი:

დიასახლისის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წელი მიესაჯა - რა შემზარავ დეტალებს ყვებოდა ჩვენებაში 25 წლის გიორგი ხანდოლიშვილი

დიასახლისის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წელი მიესაჯა - რა შემზარავ დეტალებს ყვებოდა ჩვენებაში 25 წლის გიორგი ხანდოლიშვილი

თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში ბრალდებულ 25 წლის გიორგი ხანდოლიშვილს, რომელმაც ნაქირავები სახლის დიასახლისი - 45 წლის სვეტლანა ამოევა მოკლა, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამ შემთხვევამ თავის დროზე საზოგადოება შეძრა. "სარკის" ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე მკვლელობაში ბრალდებულის დედას ესაუბრა, რომელიც შვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს, რადგან მისივე თქმით, ვაჟი თავს იცავდა.

გიორგი ხანდოლიშვილი, რომელიც ნაქირავებ ბინაში დედასთან და დიასახლისთან ერთად ცხოვრობდა, მკვლელობის შესახებ ჩვენებაში ყვებოდა:

"სახლში ნასვამი მივედი. იქნებოდა ღამის 22:00 საათი. სვეტა შემოვიდა ოთახში და მითხრა, რომ ჩემთან სქესობრივი კავშირის დამყარება სურდა. დავთანხმდი, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი და ადვილად აღვეგზენი სვეტას შემოთავაზებაზე. სვეტამ ცალი ხელით დამიწყო მოფერება სასქესო ორგანოზე და მითხრა, აბა რა შეგიძლია მანახე ერთიო და განაგრძო სათესლე ჯირკვალზე ხელის მოჭერა. ვიგრძენი ძლიერი ტკივილი და ვთხოვე ხელი გაეშვა...

ქალმა გააგრძელა მოჭერა. იძულებული გავხდი, დამეწყო ცემა სახის და თავის არეში, თან ცალი ხელით ვეძებდი რაიმე ნივთს, რომ დარტყმით მომეშორებინა ის... ხელი მოვკიდე დანას, რომლითაც სვეტა თუთიყუშს ხილს უჭრიდა. როგორც მახსოვს, ამ ქალს მარჯვენა ხელში ჩემი მოგლეჯილი სათესლე ჯირკვალი ეჭირა, ამის შემდეგ ისევ მწვდა სასქესო ორგანოზე და სურდა მეორეც მოეგლიჯა... ინსტინქტურად, თავდაცვის მიზნით, ისე რომ თავს ვერ ვაკონტროლებდი, ჩავარტყი სვეტას ყელის არეში დანა... ის ზურგზე გადავარდა. სიმწრისგან დავიწყე ოთახში სირბილი. ბოლოს შევედი სააბაზანოში, დავიბანე სისხლიანი ხელები, სახეზე შევისხი წყალი და იქედან გამოსვლის შემდეგ დავინახე სისხლის გუბეში დაგდებული სვეტა, რითაც მივხვდი, რომ ის მკვდარი იყო" - ამბობდა ჩვენებაში ბრალდებული ხანდოლიშვილი.

გიორგის დედა, ნინო ხანდოლიშვილი არ ელოდა, რომ ნაფიცი მსაჯულები მის შვილს ასეთ მძიმე ვერდიქტს გამოუტანდნენ. მოსამართლის მიერ მისჯილი 14 წელი მისთვის შოკი აღმოჩნდა:

"ადვოკატი რასაც ფიქრობდა, ეს იყო მაქსიმუმ 7 წელი, რადგან გიორგი არ ყოფილა ნასამართლევი და ჩემი შვილის მხრიდან ეს იყო თავდაცვა. პროკურორმა გიორგის პროვოკაცია მოუწყო - ეძახდა: შენ სვეტას შეუყვარდი, გაუპატიურება გინდოდა და მოკალიო.

სვეტა საჭირო მომენტს ელოდებოდა, გიორგი ნასვამი დაინახა და პროვოკაცია მოუწყო... როგორც აღმოჩნდა, სვეტას ძალიან ბევრი ვალი ჰქონდა. გირაოს გადახდას ვერ ახერხებდა და სავარაუდოდ, ასეთი სქემა მოიფიქრა: სურდა ნასვამი გიორგისთვის გაუპატიურება დაებრალებინა, მე დამირეკავდა და მეტყოდა სახლში შემოგიშვით, ოჯახის წევრებივით მიგიღეთ და შენმა შვილმა ჩემი გაუპატიურება მოინდომაო. შემდეგ სახლის დატოვებას მოგვთხოვდა ისე, რომ გირაოს თანხის დაბრუნებასაც ვერ მოვთხოვდით. აბა სხვა რა ვიფიქრო?

...დედა რომ ვარ იმიტომ არ ვამბობ, გიორგი საოცარი გულის ადამიანია, ცხოვრებაში ქათამიც არ დაუკლავს, მწერსაც არ კლავდა - ღმერთმა გააჩინაო... ეს რამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს! რამხელა შარში გავხვიე ჩემი შვილი... ნეტა საერთოდ არ გადავსულიყავი გირაოთი იმ ბინაში", - ყვება "სარკესთან" ინტერვიუში ნინო ხანდოლიშვილი.

ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ხანდოლიშვილის ადვოკატი გელა ქენქაძე. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციაში აპირებს და ამბობს თუ წააგებს, სტრასბურგს მიმართავს.

ჟურნალი "სარკე", ირაკლი ვაჩიბერაძე

"გამოჩნდა ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი" - თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებული პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც ლისის გზაზე მოზარდი იმსხვერპლა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნაზე უარს ამბობს