ავტორი:

ვინ არის ამერიკელი მოსამართლე, რომლის ვიდეოებს "ფეისბუქზე" მილიონობით ნახვა აქვს

ვინ არის ამერიკელი მოსამართლე, რომლის ვიდეოებს "ფეისბუქზე" მილიონობით ნახვა აქვს

რამდენიმე დღეა "ფეისბუქი" მოიცვა ამერიკელი მოსამართლისა და 96 წლის "ბრალდებულის" ემოციურმა ვიდეომ, რომელიც როდ-აილენდში, პროვიდენსის სასამართლოშია გადაღებული.

მოსამართლე ფრენკ კაპრიოს წინაშე მოხუცი მამაკაცი - ვიქტორ კოელაა, რომელსაც ბრალად ედება მოძრაობის წესების დარღვევა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. 96 წლის მამაკაცი გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა ავტომობილს, რამაც მისი დაჯარიმება გამოიწვია.

პროცესზე მოხუცმა ბრალდებულმა მოსამართლე კაპრიოს მიმართა: "96 წლის ვარ და ნელა ვატარებ... ჩემი 63 წლის ვაჟი მიმყავდა ექიმთან სისხლის გადასხმაზე - მას სიმსივნე აქვს". მოსამართლე ამ სიტყვების წინაშე უძლური აღმოჩნდა: "თქვენ კარგი ადამიანი ხართ! 96 წლის ხართ და მაინც სხვაზე ზრუნავთ, ეს არაჩვეულებრივია. თქვენი საქმე დახურულია, ღმერთმა დაგლოცოთ", - მიმართა ფრენკ კაპრიომ 96 წლის ბრალდებულს.

ამ გულისამაჩუყებელმა ვიდეომ 4 დღეში "ფეისბუქზე" 4 მილიონი ნახვა დააგროვა. თუმცა, ეს ერთადერთი ვიდეო არ არის პროვიდენსის სასამართლოდან, რომელიც ინტერნეტსენსაციად იქცა.

Caught In Providence - ეს არის პროვიდენსის სასამართლოდან ადამიანების რეალური ისტორიები, რომელიც საკაბელო ტელევიზიის ეთერით გადაიცემა აშშ-ში. საქმეები ძირითადად მოძრაობის და პარკირების წესების, ასევე სხვა ადმინისტრაციული დანაშაულის კატეგორიისაა, ყველა ისტორია რეალურია.

მოსამართლე ფრანჩესკო, ფრენკ კაპრიოს პროცესების ვიდეოები 2017 წლიდან გახდა ვირუსული და რამდენიმემ 15-მილიონი ნახვაც დააგროვა. 83 წლის კაპრიო პროვიდენსის მთავარი მუნიციპალური მოსამართლეა. მისი სასამართლო პროცესები ჰუმანურობის მაგალითია და ის როგორც მოსამართლე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემია აშშ-ში.

კაპრიომ მთელი ცხოვრება პროვიდენსში გაატარა, მამამისი იტალიელი ემიგრანტი იყო, რომელმაც აშშ-ში პროვიდენსელ ქალზე იქორწინა. ცნობილი მოსამართლის მამა ხილისა და რძის პროდუქტების დისტრუბუციით არჩენდა ოჯახს.

პატარა ფრენკი ბავშვობის წლებში სკოლაში სწავლის გარდა, ჭურჭლის რეცხვითა და ფეხსაცმლის წმენდით გამოიმუშავებდა ფულს. პროვიდენსში მიღებული განათლების შემდეგ, მან ბოსტონში, სამართლის უნივერსიტეტში ისწავლა და აქედან დაიწყო მისი პროფესიული კარიერა.

ფრენკ კაპრიო 50 წელია დაქორწინებულია ჯოის კაპრიოზე. მათ 5 შვილი ჰყავთ: ფრენკი უმცროსი, დევიდი, მარისა, ჯონი და პოლი. მოსამართლეს 7 შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავს. უმცროსი ფრენკი როდ-აილენდში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და ბანკირია, მამის გზას გაჰყვა მეორე ვაჟი დევიდი, რომელიც ადვოკატია.

ყასემ სოლეიმანის ცოლი და ოჯახი - უცნობი ფაქტები აშშ-ს მიერ ლიკვიდირებულ ირანელ გენერალზე

Unian.info - კიევი თვითმფრინავის ჩამოგდების ერთ-ერთ ვერსიად რუსული "ტორ"-ის ტიპის რაკეტის გაშვებას განიხილავს

უკრაინა ბოინგ-737-ის კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს - როგორია ირანული გამოძიების პირველადი შედეგები?