ავტორი:

ყასემ სოლეიმანის ცოლი და ოჯახი - უცნობი ფაქტები აშშ-ს მიერ ლიკვიდირებულ ირანელ გენერალზე

ყასემ სოლეიმანის ცოლი და ოჯახი - უცნობი ფაქტები აშშ-ს მიერ ლიკვიდირებულ ირანელ გენერალზე

ამერიკელების მიერ ერაყში მოკლული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი, CNN-ის ცნობით, ირანში გმირადაა მიჩნეული, ხოლო ამერიკაში მას "ცივსისხლიან მკვლელს“ უწოდებენ.

გენერალი 3 იანვარს მოკლეს, ხოლო 8 იანვარს მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალეს.

ყასემის ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი, რადგანაც ისინი ცდილობენ, არ გამოჩდნენ კამერების წინ და მაქსიმალურად ინარჩუნებენ პირად სივრცეს. მაგრამ მედიაში მაინც ვრცელდება ზოგიერთი საინტერესო ინფორმაცია.

ყველაზე ცნობილი სოლეიმანის ოჯახიდან მისი ქალიშვილი ზეინაბია, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ საჯარო გამოსვლებსა და მწვავე კომენტარების გაკეთებას არ ერიდება.

ზეინებ სოლეიმანი

მან მთელს მსოფლიოს დაამახსოვრა თავი მუქარის შემცველი განცხადებებით. "შეშლილო ტრამპო, არ იფიქრო, რომ მამაჩემის სიკვდილით ყველაფერი დამთავრდა", - ციტირებს the Sun სოლეიმანის ქალიშვილის სიტყვებს.

როგორც დასავლური მედია წერს, ზეინაბი ადრე რამდენჯერმე შენიშნეს "ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერის, იმად მუღნიეს ქალიშვილთან, ფატიმა მუღნიესთან ერთად.

გენერალი ყასემ სოლეიმანი ფერმერის შვილი იყო - ის ახალგაზრდობაში მშენებლობაზე, ხოლო შემდეგ, წყალმომარაგების სამსახურში მუშაობდა.

ამერიკელების მიერ ტერორისტებთან კავშირში ბრალდებული სოლეიმანი, ირანის პატარა ქალაქ ქერმანიდან იყო. ამერიკის კონტრტერორისტული ცენტრის ცნობით, ყასემ სოლეიმანი სამხრეთ აღმოსავლეთ ირანის მთიან ნაწილში დაიბადა, რომელიც ახლოს მდებარეობს ავღანეთის საზღვართან. ამ მხარეში დასახლებული ადამიანები ტომის წესებით ცხოვრობდნენ. ყასემის მშობლები ჰასან და ფატიმა სოლეიმანები იყვნენ. დედა წლების წინ გარდაიცვალა.

ყასემი სამხედრო საქმიანობით ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წლიდან დაკავდა.

წერილი და ინსტრუქციები ცოლს

სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ და ასევე ირანულ მედიასაშუალებებში ვრცელდება წერილი, რომელიც თითქოს ყასემმა ერთი წლის წინ დაწერა და ცოლს დაუტოვა, თუმცა წერილის ავთენტურობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

წერილი შემდეგი შინაარსისაა:

"ჩემო ცოლო, მინდა დამკრძალონ ქერმანში, მაჰმუდმა იცის სადაც. მინდა, ჩემი საფლავი მეგობრების გვერდით იყოს. საფლავზე დააწერეთ - ჯარისკაცი ყასემ სოლეიმანი, სხვა ფრაზები საჭირო არ არის“, - ვკითხულობთ წერილში.

"زوجتي أنا حددت مكان قبري في مزار شهداء كرمان، ومحمود يعرف، فليكن قبري بسيطًا مثل قبور اصدقائي الشهداء، واكتبوا عليه كلمة الجندي قاسم سليماني، لا أي عبارة مميزة أو مختلفة "
من وصية الشهيد القائد الفريق #قاسم_سليماني#الرد_الحتمي pic.twitter.com/CnL9I1nvAv
— Ali Mortada (@aliimortada) January 4, 2020

ყასემის ცოლი საზოგადოების წინაშე არ ჩნდება. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

ცნობილია, რომ ყასემ სოლეიმანი ხუთი შვილის მამა იყო - ორი ქალიშვილისა და სამი ვაჟის. თუმცა, მათ შესახებ სხვა დეტალები უცნობია. კამერების წინ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ მისი უფროსი ქალიშვილი, ზეინაბი აკეთებს განცხადებებს, თუმცა ირანულმა მედიამ სოლეიმანის ვაჟების ფოტოებიც გაავრცელა, რომელიც მამის გლოვის დროსაა გადაღებული.

ყასემ სოლეიმანის ვაჟები მამას გლოვობენ
ყასიმ სოლეიმანის ოჯახის წევრები

#Iran’s Leader Ayat. Khamenei pays visit to the family of assassinated #GeneralSoleimani.#قاسم_سليماني#Soleimani#QasemSoleimani@khamenei_ir pic.twitter.com/z1mU9INuXZ
— Press TV (@PressTV) January 3, 2020

CNN წერს, რომ სოლეიმანმა დიდი როლი ითამაშა ირანის, როგორც გავლენიანი ქვეყნის ჩამოყალიბებაში და შუა აღმოსავლეთში ქვეყნის პოლიტიკური როლისა და გავლენების გაზრდაში.

"ირანის ჩრდილოვანი მმართველი“ - ასე მოიხსენიებენ გარდაცვლილ გენერალს.

პენტაგონის ინფორმაციით, სოლეიმანი და მისი ჯარისკაცები ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილზე არიან პასუხისმგებელნი.

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები თვლიან, რომ ერაყის ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ სპეციალურად დამზადებულ ბომბებსა და სხვა საბრძოლო მასალას ISIS-ის მებრძოლებს სოლეიმანის ხელმძღვანელობით აწვდიდნენ. საუბარია იარაღზე, რომელსაც ჯავშნის მიღმა შეღწევა შეეძლო. ოფიციალური ირანი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

პენტაგონის ცნობით, ის ტერორისტულ ორგანიზაციებს ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა.

"მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში მიიღებს თანამდებობას" - რას წერს "უკრაინსკაია პრავდა"

2-თვიანი კარანტინის შემდეგ, იტალიელები სახლებიდან გამოვიდნენ - Reuters-ის ფოტოებს ემოციების გარეშე ვერ ნახავთ

ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"