ავტორი:

გაადამოწმე Flyinspectors-თან, შესაძლოა, თქვენც გეკუთვნით 600 ევრო

გაადამოწმე Flyinspectors-თან, შესაძლოა, თქვენც გეკუთვნით 600 ევრო

ყველა მოგზაურობას თან ახლავს ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა, რომელიც შემდეგ ერთ დიდ თავგადასავლად იქცევა ხოლმე. თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც ბედნიერ ფრენამდე რამდენიმე წუთით ან საათით ადრე გეუბნებიან, რომ შენი ფრენა აგვიანებს, უარეს შემთხვევაში გადაიდო ან გაუქმდა.

რას აკეთებ მაშინ, როდესაც უსასრულოდ გიწევს ლოდინი აეროპორტში? მიზეზი ბევრია, შედეგი კი - მხოლოდ ერთი. დანიშნულების ადგილზე აუცილებლად ჩახვალ, ოღონდ როდის, ეს უკვე მხოლოდ შენს მიერ არჩეულმა ავიაკომპანიამ იცის. გამოუვალი მდგომარება არ არსებობს, შესაბამისად, ასეთ მდგომარეობაში არსებობს - "Flyinspectors", რომელიც შენი, როგორც მგზავრის უფლებას დაიცავს და ავიაკომპანიას აუცილებლად მოსთხოვს პასუხს ყველა,დაგვიანებულ-გადადებულ ან ზედმეტად გაყიდულ ბილეთზე.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეისები იგვიანებს ან უქმდება. ხშირია შემთხვევა,როდესაც ზედმეტად გაყიდული ბილეთის გამოც მგზავრებს ექმნებათ პრობლემები. ადამიანების უმრავლესობა არ იცნობს მგზავრთა უფლებებს.

"Flyinspectors" უკვე რამდენიმე წელია მუშაობს მგზავრთა უფლებების დასაცავად. არსებობის მანძილზე მან უკვე შეძლო ათასობით მგზავრის დახმარება.

როგორ უნდა დაუკავშირდეთ "Flyinspectors", რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ კომპენსაცია მიიღოთ და ზოგადად რას ნიშნავს "Flyinspectors" მომსახურება - უფრო მეტ ინფორმაციას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ კაციტაძე გვიამობს.

- რატომ გადაწყვიტეთ დაგეარსებინათ კომპანია "Flyinspectors" და რას ნიშნავს ის?

- სამი წლის წინ, მივფრინავდი გერმანიაში. ფრენა 9 საათით გადამედო და აღმოჩნდა, რომ ჩემი უფლებებს ვერავინ დაიცავდა. მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვის თავად უნდა მეშველა. მივწერე არაერთი წერილი ავიაკომპანიას, რომლისგანაც მხოლოდ შაბლონურ ტექსტებს ვღებულობდი, რომ ეს იყო ფორსმაჟორი და არ მეკუთნოდა არანაირი კომპენსაცია. ჩემი არაერთი მცდელობის მიუხედავად მათი ბოლო პასუხის მიხედვით დავა უნდა გამეგრძელებინა სასამართლოში.

ბოლოს უცხოურ კომპანიას მივმართე, როგორიც ახლა საქართველოში "Flyinspectors"-ია, ძალიან მალე მე მივიღე ჩემი კუთვნილი კომპენსაცია. შემდეგ სხვადასხვა ადამიანებს საკუთარი ძალებით ვეხმარებოდი, რათა არ დაეკარგათ თანხა უპასუხისმგებლო ავიაკომპანიებისგან. ბოლოს კი გადავწყვიტე თავად შემექმნა კომპანია, რომელიც დაიცავდა მგზავრთა უფლებებს და დაეხმარებოდა კუთვნილი კომპენსაციის მიღებაში.

- როგორ უნდა დაგიკავშირდეთ მგზავრი? და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება კომპენსაციის ოდენობა?

- თუ მგზავრი საბოლოო დანიშნულების ადგილზე ჩავიდა სამი საათის დაგვიანებით, ან მეტი დროით გაუუქმდა ფრენა, მგზავრმა ჩასხდომაზე უარი მიიღო. ყველა ამ ჩამოთვლილ პრობლემაზე მგზავრები flyinspectors.com-ს ეწვევიან და ონლაინ რეჟიმში ავსებენ განაცხადს. კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგნაირად - ორ აეროპორტს შორის საჰაერო მანძილის მიხედვით. თანხა 250 დან - 600 ევრომდე იზრდება.

კომპენსაციის ოდენობას არავითარი კავშირი არ აქვს ბილეთის ღირებულებასთან. ჩვენ აღებულ დავებს მივყვებით ყველა ინსტანციაში, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოშიც. საქმის მოგებისთანავე მგზავრებს პირად ანგარიშზე ერიცხებათ კუთვნილი კომპენსაცია, კომპანიის საკომისიოს გამოკლებით. თუ საქმე მგზავრის სასარგებლოდ არ დასრულდება, ის თანხას ამ მომსახურებაში არ იხდის.

კომპანიის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მგზავრისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე უფასო კონსულტაცის გასწევენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, რათა არ დაირღვეს მათი უფლებები.

- თუ დიდი ხანია გასული ფრენიდან, ამ შემთხვევაში მიიღებს თუ არა მგზავრი კომპენსაციას და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ავიაკოპანიამ უზრუნველყო ჩემი სასტუმროს და კვების ხარჯები, ამ შემთხვევაშიც მეკუთვნის კომპენსაცია?

- გააჩნია რომელი ქვეყნიდან იყო ფრენა. ხანდაზმული ფრენა განისაზღვრება 1-დან 6 წლამდე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ საქართველოში შეგიძლიათ მოითხოვოთ 3 წლის წინანდელი ფრენის ანაზღაურებაც. ავიაკომპანიამ შეიძლება უზრუნველყოს დაგვიანებული, გადადებული ფრენის შემთხვევაში თქვენი სასტუმროს და კვების ხარჯები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გეკუთვნით კომპენსაცია. და იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანიამ არც სასტუმროს და არც კვების ხარჯები არ დაფარა, თქვენ კომპენსაციას რიგ შემთხვევაში ეს თანხაც დაემატება.

- როგორ მოხდა ნდობის მოპოვება? თქვენი მომსახურება მხოლოდ კონკრეტულ ავიაკომპანიებს ეხება?

- კომპანია „Flyinspectors“-მა გაიარა რთული გზა იმისთვის, რომ მომხმარებლის ნდობა მოეპოვებინა, როგორც საერთაშორისო ბაზარზე, ასევე საქართველოში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო მარტივი პროცედურა. თუმცა დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მაღალ კვალიფიციურ იურიდიულ საკონსულტაციო კომპანიად ჩამოვყალიბდით.

კომპენსაციის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ყველა ავიაკომპანიას ეხება. დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელიც განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევით. სწორედ ამიტომ ყველა დაზარალებულ მგზავრს ვურჩევთ დაგვიკავშრდეს ან ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე შეავსოს განაცხადი რის შემდეგაც კომპანიის თანამშრომლები სრულიად უსასყიდლოდ განიხილავენ საქმეს და მომხმარებელს მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას.

სამწუხაროდ, არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიები უარს ეუბნებიან მგზავრებს კომპენსაციის მიღებაზე. ამით მგზავრები ხშირ შემთხვევაში შეცდომაში შეჰყავთ. სწორედ ასეთ შემთხვევებზე მოუპოვებია გამარჯვება ჩვენ კომპანიას და ისეთებზეც, რომელიც არცერთ სხვა მსგავს კომპანიას არ აუღია. ჩვენს ორგანიზაციას ხანგძლივი და შრომატევადი მუშაობის შედეგად მიუღწევია გამარჯვებისათვის ავიაკომპანიასთან დავაში. ასე რომ „შეუძლებელი არაფერია“.

- რა ვადა სჭირდება იმისთვის რომ მგზავრს ჩაერიცხოს კომპენსაცია?

- ყოფილა შემთხვევა, თანხა 2 დღეში ჩარიცხულა. თუმცა ძირითადად 2 კვირიდან 2 თვემდე სჭირდება. რაც შეეხება რთულ საქმეებს, რომელზეც უკვე ვისაუბრე, აქ ვადები შეიძლება უფრო გაიზარდოს.

- რა სამომავლო გეგმები აქვს “Flyinspectors”?

- ჩვენი მომხმარებლის უმეტესი ნაწილი ტურისტია. ისინი ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე მსგავს უსიამოვნებაში. შესაბამისად, ჩვენი ოფისი უკვე საქართველოს ფარგლებს გასცდა. ჩვენი ოფისი უკვე გაიხსნა ირლანდიაში. უახლოეს პერიოდში სამი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. “Flyinspectors” მთავარი მიზანია, იყოს თითოეული მგზავრის ინტერესების დამცველი. ყველა ის თანხა, რომელსაც უცხოური კომპანია საქართველოს მოქალაქეებს ურიცხავს, უკვე ინვენსტიციაა საქართველოში.

როდესაც უკავშირდებით კომპანიას “Flyinspectors”, თქვენ შესაძლებლობა გაქთ დროს სანაცვლოდ თქვენი კუთვნილი თანხა დაიბრუნოთ. კომპანიასთან დაკავშირებით არაფერს კარგავთ, პირიქით იგებთ, რადგან ნამდვილად არაფერია იმაზე კარგი შეგრძნება, როცა გგონიათ, რომ თანხა, რომელიც არ გეკუთვნით, უცებ თქვენს ანგარიშზე აღმოჩნდება.

როდესაც თქვენი, როგორც მგზავრის უფლებებს “Flyinspectors” ბოლომდე დაიცავს, თავად დარწმუნდებით, რომ შეუძლებელი არაფერია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: flyinspectors.com

Mail: info@flyinspectors.com

Facebook-ის ოფიციალური გვერდი - www.facebook.com/flyinspectors/

საკონტაქტო ტელეფონი: 0322 16 00 16

(R)

როგორ გავახაროთ ქალები 8 მარტს - "ბილტმორ თბილისის" საუკეთესო შეთავაზება

რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და ვინ აწარმოებს საქართველოში უნიკალური რეცეპტურის ლუდებს?

მგზავრობის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები