ავტორი:

ყველაზე მოდური დეფილე, ხმაურიანი ქასთინგი და საბავშვო წვეულება ბრენდისგან "tuc tuc"

ყველაზე მოდური დეფილე, ხმაურიანი ქასთინგი და საბავშვო წვეულება ბრენდისგან "tuc tuc"

საბავშვო პრემიუმ ბრენდი "tuc tuc" პრესტიჟული ქასთინგებით და მოდური ფოტოსესიებით გამოირჩევა. ბრენდის სამოსის იდენტიფიცირება თავისი კოსტიუმებით, სტილით და გამორჩეული ფერთა გამით მარტივია. ამიტომაც მათი ფოტოები, მოკლე დროში ძალიან აქტუალური ხდება სოციალურ ქსელში.

ახლახანს კი ყველაზე ხმაურიანი ქასთინგი და დეფილე გაიმართა. ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგნელმა საქართველოში, კომპანია შიკ ბებემ, ზაფხულის კოლექციის შემოტანისთანავე მომხმარებლებისთვის ფეისბუქ გვერდზე კონკურსი გამოაცხადა და პირველი არაპროფესიონალი მოდელების პროფესიონალური ჩვენება გამართა.მის შემდეგ კი სტუმრებისთვის წვეულებაც მოეწყო.

დღეს, შიკ ბებე ჯგუფი საქართველოში წამყვანი საბავშვო მაღაზიათა ქსელია, რომელმაც მშობლებს არა მარტო პროდუქციის სრული ასორტიმენტი, უმაღლესი ხარისხი და ტრენდები შესთავაზა, არამედ სხვადასხვა პოზიტიური აქტივობებითაც გამოირჩევა. ამას გარდა „შიკ ბებე“ მუდმივად იჩენს კეთილ ნებას და მხარს უჭერს ყველა კეთილშობილურ ინიციატორს და დადებით კამპანიებს.

ზაფხულის მთავარი მოვლენა, სპორტ თაიმის ღია აუზზე tuc tuc-ის დეფილე გახლდათ. რომელიც პატარებმა გლამურულად, ნამდვილი პროფესიონალებივით წარმოადგინეს. მონაწილეობდნენ როგორც ერთგული მომხმარებლები, ასევე ფოტოკონკურსში არჩეული ბავშვები. დეფილეს შემდეგ კი ბავშვებმა ტორტი საზეიმოდ დაჭრეს და ანიმატორებთან ერთად გართობა, ხტუნვა, ცეკვა-თამაში დაიწყეს.

წვეულებაზე მათთვის ორცხობილების კუთხე იყო, სადაც თავიანთ ტკბილეულს ინდივიდუალურ დიზაინს ურჩევდნენ და რთავდნენ. მოწვეული სტუმრები მონაწილეებთან ერთად კარგად გაერთნენ და ბევრი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

წარმატებული მოდელები - თამთა შედანია და ლიკუნა მეტრეველი, რომლებიც არაერთხელ გახდნენ სხვადასხვა ცნობილი ბრენდების სახეები, მონაწილეობენ „ფეშენ-შოუებში“ და სილამაზის კონკურსებში, თავიანთი შვილებით და პატარა მოდელებით სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ.

ბავშვები საოცრად თავდაჯერებულები, ხასიათის ინდივიდუალური გამოხატულებით, ნამდვილი პროფესიონალი მოდელებივით მიუდგნენ საქმეს. წვეულების ბოლოს კი აღნიშნეს, რომ ძალიან მოეწონათ “ფეშენ- შოუ” და ამის შემდგომ ყველა ჩვენებაზე სურთ მონაწილეობის მიღება.

ბრენდი ახალი კოლექციის შემოტანისთანავე, სისტემატიურად აწყობს მსგავს აქტივობებს. შემოდგომის პერიოდშიც პატარებს საშუალება მიეცემა მონაწილეობა მიიღონ ჩვენებებსა თუ ფოტოსესიებში. რთულია ათასობით მსურველის დროის გულდაწყვეტილი არავინ დარჩეს, თუმცა „შიკ ბებე ჯგუფი“ ითვალისწინებს ყველა შესაძლებლობას და როგორც ცნობილია, წინა ქასტინგის მონაწილეებიდანაც აირჩევა ბავშვები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს