ავტორი:

მილიარდერებმა ბოლო დღეებში ქონების 2,1% დაკარგეს - როგორ შეიცვალა ივანიშვილის ქონება?

მილიარდერებმა ბოლო დღეებში ქონების 2,1% დაკარგეს - როგორ შეიცვალა ივანიშვილის ქონება?

მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი ქონების 2,1% ერთ დღეში დაკარგეს. ამის მიზეზი კი ამერიკული საფონდო ბირჟების წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა გახდა.

აღსანიშნავია, რომ Bloomberg Billionaires Index-ში შემავალი მილიარდერებიდან 21-მა სულ ცოტა 1 მილიარდის ქონება დაკარგა. ამის მიზეზი აშშ-ჩინეთს შორის გართულებული სავაჭრო ურთიერთობებია, რომელზეც რეაგირება მოახდინა ბაზარმა.

დანაკარგი განიცადეს აზიელმა მილიარდერებმაც, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე მონაწილე აზიური კომპანიების ყველაზე მდიდარმა 10-მა მილიარდერმა 1 დღეში 19 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ამ ვარდნის მიუხედავად, მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანი მაინც ფლობს 5,4 ტრილიონი დოლარის კაპიტალს, ეს კი 11%-ით მეტია 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებთან შედარებით.

ქონება შეუმცირდა, ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც საქართველოდან ერთადერთი ადამიანია Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, რეიტინგში ის 343-ე ადგილზეა, მაშინ როცა 19 ივლისის მდგომარეობით, 349-ე პოზიციაზე იყო.

ინდექსის მიხედვით, 5-6 აგვისტოს პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ქონება 20 მილიონით; ხოლო ბოლო კვირაში - 100 მილიონი დოლარით არის შემცირებული. წაიკითხეთ სრულად

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."