ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ნიშნად ცხინვალის მიმართულებით ფრანები გაუშვეს.
აქციის ორგანიზატორები მიმართავენ ოს ახალგაზრდებს, რომ მათ სურთ მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოში.
აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან აქციას „ევროპული საქართველოს“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები მართავენ.
აქციის მიზანი რუსული ოკუპაციის გაპროტესტებაა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.
_2019-08-07_SdFE0yrQZbBCg.jpg)
_2019-08-07_cLfsgT9xQee.jpg)
_2019-08-07_B6V5sFUmge.jpg)