ავტორი:

"ორ ძაღლს უვლიდა და ეს იყო მისთვის ბედნიერება" - ვინ იყო 51 წლის მამაკაცი, რომელიც ქობულეთში ძაღლის გადარჩენის დროს დაიხრჩო

"ორ ძაღლს უვლიდა და ეს იყო მისთვის ბედნიერება" - ვინ იყო 51 წლის მამაკაცი, რომელიც ქობულეთში ძაღლის გადარჩენის დროს დაიხრჩო

ქობულეთში, საკუთარი ძაღლის გადარჩენის დროს, 51 წლის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა 5 აგვისტოს, ქობულეთში მდინარე კინტრიშსა და ზღვის შესართავთან მოხდა.

გარდაცვლილი ავთანდილ ცხვედიანია და როგორც მისმა მეგობარმა პაატა ქუთელიამ AMBEBI.GE-ის განუცხადა, ცხვედიანმა ერთი ძაღლის გადარჩენა მოასწრო, მეორესთან ერთად კი დაიღუპა.

მეგობრის თქმით, ავთანდილ ცხედიანს შვილები არ ჰყავდა და ძაღლებზე ზრუნვით იყო დაკავებული.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა... 51 წლის იყო ავთო, ჩემი უახლოესი მეგობარი. ძაღლები ჰყავდა, ერთ-ერთის გადასარჩენად შევიდა აღელვებულ ზღვაში, რა დროსაც დაიხრჩო.

ორი ძაღლი ჰყავდა, უვლიდა მათ და ეს იყო მისთვის ბედნიერება. ერთი დახრჩობას გადაარჩინა და მეორე ძაღლის საშველად რომ შევიდა, ამ დროს სამწუხარო ფაქტი მოხდა. ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი, ერთგული მეგობარი და უწესიერესი ქართველი ვაჟკაცი! ნაკითხი და განათლებული კაცი. ის ყველას დაგვაკლდა" - განუცხადა პაატა ქუთელიამ AMBEBI.GE-ს.

უბედური შემთხვევა ქობულეთში 5 აგვისტოს მოხდა. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად მაშველებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო