ავტორი:

ვახტანგ წერეთელი - ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდეგ დამიბარეს მე გამოკითხვაზე, ეს არის სრული იდიოტიზმი

ვახტანგ წერეთელი - ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდეგ დამიბარეს მე გამოკითხვაზე, ეს არის სრული იდიოტიზმი

სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდგომ დამიბარეს მე გამოკითხვაზე. ჩემი აზრით, ეს არის სრული იდიოტიზმი, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მოსამართლის თანდასწრებით მისი დაკითხვა უნდა მოხდეს.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ის გამოძიების დაწყების პირველივე დღიდან ითხოვდა მის გამოკითხვას.

„პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას, როგორც კომპანიის დამფუძნებელი. სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდგომ დამიბარეს მე გამოკითხვაზე. ჩემი აზრით, ეს არის სრული იდიოტიზმი და ამიტომ ახლა შევალ, ვეცდები ყველა კითხვას გავცე პასუხი. ჩემი აზრით, წარმოუდგენელია ის, რაც ხდება ამ საქმესთან მიმართებაში“, - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს