ავტორი:

ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების წარმომადგენლები - Bloomberg-ი უახლეს სიას აქვეყნებს

ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების წარმომადგენლები - Bloomberg-ი უახლეს სიას აქვეყნებს

გამოცემა "ბლუმბერგმა" მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების სია შეადგინა. პირველ ადგილზეა ამერიკელ უოლთონთა ოჯახი, რომელიც Walmart-ის სუპერმარკეტებს ფლობს. ამ ოჯახის ქონება 190.5 მილიარდი დოლარია. გასული წლის განმავლობაში ოჯახმა 39 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილზეა მარსის ოჯახი, რომელიც ამავე სახელწოდების კომპანიას აკონტროლებს. წლის დასაწყისიდან მარსის ოჯახი 37 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და მათი ქონების საერთო ჯამმა 126.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მესამე ადგილზე არიან ძმები ჩარლზ და დევიდ კოჰები, რომლებიც ნავთობქიმიურ კორპორაცია Koch Industries-ს ხელმძღვანელობენ. გასულ წელს მათი ქონება 26 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 124.5 მილიარდი შეადგინა.

მეოთხე პოზიცია დაიკავა ალ-საუდის სამეფო დინასტიამ საუდის არაბეთიდან, რომელიც ას მილიარდ დოლარს ფლობს.

მეხუთე ადგილზე არიან ძმები ალენ და ჟერარ ვერთჰაიმერები, რომლებიც საპარფიუმერო სახლ Chanel-ს ფლობენ. მათი ქონება 57.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეექვსე ადგილზეა დიუმას ოჯახი, რომელსაც მოდის სახლი Hermes ეკუთვნის. მათი ქონება 53.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მეშვიდე ადგილზეა სამი ბელგიური დინასტია - ვან დამი, სპულბერხი და დე მევიუსი, რომლებიც ლუდსახარშ კომპანია Anheuser-Busch InBev-ს აკონტროლებენ. მათი ქონება 52.9 მილიარდი დოლარია.

მერვე ადგილზე არიან გერმანული ოჯახები - ბერინგერი და ფონ ბაუმბახი, რომლებსაც ეკუთვნით ფარმაცევტული კონცერნი Boehringer Ingelheim. მათი ქონება 51.9 მილიარდი დოლარია.

მეცხრე ადგილზე ამბანების ოჯახია, რომელიც ინდურ სამრეწველო ჯგუფ Reliance Industries-ს აკონტროლებს. მათი ქონება 50.4 მილიარდი დოლარია.

ათეულის ბოლო ადგილს ამერიკელ კარგილთა და მაკკილანების ოჯახი იკავებს, რომლებიც საკვები პროდუქტების კომპანია Cargill-ს ფლობენ. მათი ქონება 42.9 მილიარდი დოლარია.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო