ავტორი:

"ბავშვის ტირილი გვერდით კორპუსში გაიგეს, დავიწყე ფარული მეთვალყურეობა..." - ფოთში ძიძას ჩვილზე ძალადობაში ადანაშაულებენ

"ბავშვის ტირილი გვერდით კორპუსში გაიგეს, დავიწყე ფარული მეთვალყურეობა..." - ფოთში ძიძას ჩვილზე ძალადობაში ადანაშაულებენ

ფოთელი ქალბატონი ბავშვის ძიძას ძალადობაში ადანაშაულებს. მაია ეჯიბია "ფეისბუქზე" საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერს აქვეყნებს:

"ეს მთელმა ფოთმა უნდა იცოდეს, რადგან სხვის შვილსაც იგივე არ დაემართოს. ყველა ვიდეო და ფოტო იხილეთ აუცილებლად და გაიცანით ნათია ლორია, ის მამა ნიკოლოზის ცოლის დაა. დარწმუნებული ვიყავი რომ კარგად ექცეოდა გაბრიელს და ღრმად ვენდობოდი მაგრამ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს, რომ ვიკითხე ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო, 3-ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე, რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა, დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში და კომენტარებში ველოდები პასუხებს, რა ეკუთვნის ასეთ ძიძას. სასჯელი?" - წერს მაია ეჯიბია ვიდეოკადრების კომენტირებისას.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვიდეოს გამოქვეყნებიდან უმოკლეს პერიოდში პოლიციამ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს