ავტორი:

"ნინი 40 დღე ყოველდღე ადიოდა საფლავზე და პანაშვიდს უხდიდა მამას" - ლალი ბადურაშვილი შვილის უკანასკნელ დღეებს იხსენებს

"ნინი 40 დღე ყოველდღე ადიოდა საფლავზე და პანაშვიდს უხდიდა მამას" - ლალი ბადურაშვილი შვილის უკანასკნელ დღეებს იხსენებს

მსახიობ ლალი ბადურაშვილს ცოტა ხნის წინ დიდი უბედურება დაატყდა თავს - მისი ერთადერთი ვაჟი, სცენარისტი და რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა.

ლალი ბადურაშვილი ამბობს, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ მისი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, თვითონაც უკვირს, როგორ გაუძლო მისმა გულმა.

ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში, მსახიობმა შვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაიხსენა:

"ბოლოს თურქულ-ქართულ პროექტზე მუშაობდა და მასალას ამზადებდა - მთაწმინდის ტრამვაიდან იღებდა ხედებს. ქარიანი დღეები იყო. გადაღებიდან მოსულს აჟრიალებდა, სიცხე მისცა... სასწრაფო გამოვიძახეთ. მეორე დღესაც ჰქონდა სიცხე და მაშინ სასწრაფოს ექიმმა უთხრა, საავადმყოფოში ხართ გადასაყვანი, ფილტვები არ მოგვწონსო.

მათი ნათქვამი არაფრად ჩააგდო - ასეთი გრიპებია მოდებული და ამათ ყველა საავადმყოფოში გადაყავთო...

მესამე, მეოთხე დღესაც იგივე განმეორდა, მეხუთე დღეს სუნთქვა გაუჭირდა. მითხრა: "დედა, მგონი ვიხრჩობიო". სასწრაფომ წაიყვანა და თურმე, უკვე ფილტვების ურთულესი ანთება ჰქონდა. თირკმლები ჰქონდა ნაოპერაციები ერეკლეს, ავადმყოფობამ თირკმელი გაუთიშა და ვეღარ უშველეს... ორი დღით ადრე რომ წაჰყოლოდა სასწრაფოს და საავადმყოფოში დაწოლილიყო, გადარჩებოდა...

ძალიან გადაბმული დედა-შვილი ვიყავით. ჯერ ერთი, კინო გვაერთიანებდა, საერთო წრე გვყავდა, სტუდიაში ერთად ვიყავით. სულ სხვაა, როცა დილიდან საღამომდე ერთ სტუდიაში ხართ და გადაღებებიდან დაწყებული ყველაფერი საერთო გაქვთ.

ერეკლე არაჩვეულებრივი, მოსიყვარულე ადამიანი და ასეთივე მამა გახლდათ. ნინის ამიტომაც უჭირს ასე... 40 დღე ყოველდღე სასაფლაოზე ადიოდა და პანაშვიდს უხდიდა მამას. ნინი ამბობს, მის გარეშე მიჭირს, რადგან არამხოლოდ მამა, მეგობარი დავკარგე, ვისაც ყველაფერს ვუყვებოდიო..." - ამბობს "სარკესთან" ინტერვიუში ლალი ბადურაშვილი.

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ